Thursday, November 8, 2018

ღია გაკვეთილი მეექვსე კლასში

მეექვსე კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი.
გაკვეთილის თემა: "ქართლის მეფე ფარსმან მეორე"

ბავშვებმა გაკვეთილზე გამოავლინეს საგნის ღრმა ცოდნა.გამოირჩეოდნენ დიდი ჩართულობითა და აქტიურობით. ისტორიის გაკვეთილზე გამოყენებულ იქნა შემდეგი აქტივობები: "ვენის დიაგრამა", "Tდიაგრამა" და "გონებრივი იერიში".გაკვეთილმა ძალიან საინტერესოდ ჩაიარა.
















Thursday, June 21, 2018

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის პრეზენტაცია


პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა  პედაგოგი:მადონა ღვინერია 2018წელი


პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა
საკვლევი თემა:
სააზროვნო უნარების განვითარება დაბალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეებში“

2018 წლის 1ივნისს  სამასწავლებლოში მოვახდინე კვლევის შედეგების გაზიარება.სხდომას ესწრებოდნენ სხვადასხვა საგნის პედაგოგები.
გაზიარება მოვახდინე პრეზენტაციის სახით.
ჩემთვის საინტერესო აღმოჩნდა უკუკავშირი, რომელშიც პედაგოგებმა მომიწონეს საკვლევი საკითხის არჩევა და საინტერესო იდეებიც მომაწოდეს.ვფიქრობ, რომ კიდევ უამრავი აქტივობის მოფიქრება შეიძლება ამ კუთხით,კიდევ ერთხელ დავრწმუნდი იმაში, რომ ამ საკითხზე მუშაობა აუცილებელია.











Friday, June 15, 2018

სააზროვნო უნარების განვითარება დაბალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეებში




სააზროვნო უნარების განვითარება დაბალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეებში
პედაგოგიური პრაქტიკის  კვლევის ანგარიში


შპს N1 სკოლა

ისტორის მასწავლებელი მადონა ღვინერია








სარჩევი
შესავალი-----------------------------------------------------------------------------------------
3
თავი 1. საკვლევი საკითხის მიმოხილვა ----------------------------------------------------
3
1.1.     მოკლე ინფორმაცია სკოლის შესახებ ---------------------------------------------------
3
1.2.     პრობლემის იდენტიფიცირება ----------------------------------------------------------
3
1.3.     საკვლევი საკითხის აქტუალობა --------------------------------------------------------
4
1.4.     კვლევის მიზანი ---------------------------------------------------------------------------
5
1.5.     კვლევის სტრუქტურა --------------------------------------------------------------------
6
1.6.     ძირითადი დასკვნები --------------------------------------------------------------------
6
თავი II. პრაქტიკული კვლევის არსი ----------------------------------------------------
7
თავი III. ლიტერატურა -------------------------------------------------------------------
7
3.1. ლიტერატურის მიმოხილვა --------------------------------------------------------------
7
თავი IV. კვლევის დიზაინი ---------------------------------------------------------------
22
4.1. საკვლევი საკითხის კითხვები -----------------------------------------------------------
22
4.2. კვლევის სამიზნე ჯგუფი -----------------------------------------------------------------
23
4.3. კვლევის მეთოდები -----------------------------------------------------------------------
23
4.4. კვლევის ვადები ---------------------------------------------------------------------------
23
თავი V. კვლევის შედეგები ---------------------------------------------------------------
24
5.1. მონაცემების ანალიზი --------------------------------------------------------------------
24
5.2. ძირითადი მიგნებები ---------------------------------------------------------------------
35
5.3. ინტერვენციები ----------------------------------------------------------------------------
35
თავი VI. ინტერვენციების შეფასება -----------------------------------------------------
38
6.1. ინტერვენციების შეფასების მეთოდები ------------------------------------------------
38
6.2. ინტერვენციების შეფასება ----------------------------------------------------------------
39
თავი VII. რეკომენდაციები და კვლევის ნაკლოვანებები -----------------------------
39
7.1. რეკომენდაციები --------------------------------------------------------------------------
39
7.2. კვლევის ნაკლოვანებები -----------------------------------------------------------------
40
თავი VIII. დასკვნა -------------------------------------------------------------------------
40
ბიბლიოგრაფია ---------------------------------------------------------------------------------
42
დანართი ----------------------------------------------------------------------------------------
43
რეფლექსია --------------------------------------------------------------------------------------
45








2018 წელი
შესავალი
სააზროვნო უნარ_ჩვევეის განვითარება ეროვნული სასწავლო ეგმის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია. მოსწავლე უნდა გასცდეს მასალის უბრალოდ დამახსოვრება-გაზეპირებას. კერძოდ, მან ცოდნის დაგროვებასთან ერთად უნდა შესძლოს ამ ცოდნის გაგება, გამოყენება, ანალიზი, სინთეზი და ბოლოს, შეფასება. ამ დროს მოსწავლე არა მხოლოდ ფლობს ინფორმაციას, არამედ მას შეუძლია ქმედება. საინტერესოა, რომ რაიმეს სწავლა სწორად აზროვნების შედეგია. აზროვნებისა და მოქმედების დროს  ადამიანი  გააზრებულად  სწავლობს  და  ხდება უფრო გამჭრიახი.
   მაღალი სააზროვნი უნარების განვითარება,რადგანაც სკოლის მთავარი პრიორიტეტია, სწორედ ამიტომაც ჩემი  ინტერესი ამ თემის მიმართ, მოსწავლის საჭროებებიდან გამომდინარე აქტიურ ფაზაში შევიდა. სამწუხაროდ, რადგან ვერ ხერხდება ყველა მოსწავლესთან ერთნაირ  შედეგზე გასვლა, რადგან  მათ სხვადასხვანაირად აქვთ განვითარებული შესაძლებლობები,   გადავწყვიტე  გამოვიკვლიო აღნიშნული პრობლემის გამომწვევი მიზეზები და,  შეძლებისდაგვარად, დავსახო  მათი გადაჭრის გზები.

თავი 1. საკვლევი საკითხის მიმოხილვა
1.1.         ინფორმაცია სკოლის შესახებ
   შპს N1 სკოლა მდებარეობს იმერეთის რეგიონის,  ქალაქ ქუთაისში,  აქ სწავლობს ხუთასამდე მოსწავლე.  დასაქმებულია  62 პედაგოგი,მათ შორის  43 უფროსი პედაგოგია. დაწყებითი საფეხურზე  I-VI  21 კლასია, ხოლო VII-XII  14  კლასი.
   საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრაზე მუშაობს  4  პედაგოგი. ოთხივე უფროსი მასწავლებელია.

1.2.     პრობლემის  იდენტიფიცირება
მოგეხსენებათ ესგ-ს მიხედვით,  მაღალი სააზროვნო  უნარების განვითარება  ისტორიის  გაკვეთილზე აუცილებელი კომპონენტია. ისტორიის  ყველა  პედაგოგი  საკმაო დროს ვუთმობთ ამ უნარების განვითარებას. თუმცა, პრობლემა იმაში მდგომარეობს,რომ აღნიშნულ აქტივობებში ვერ ან ნაკლებად ერთვება ზოგიერთი(დაბალი აკადემიური მოსწრების) მოსწავლე. ასევე საგაკვეთილო დრო ნაკლებად იძლევა  იმის საშუალებას , რომ მასწავლებელმა ერთნაირად  დატვირთოს და დაუთმოს დრო სხვადასხვა ტიპის მოსწავლეებს.
1.3.         საკითხის აქტუალობა
ესგ-ს მიხედვით, პედაგოგმა  ყველა მოსწავლეს  უნდა მისცეს  საშუალება  გამოავლინოს  და განავითაროს  სხვადასხვა  სააზროვნო  უნარები. თემა აქტუალურია, რასაც დაემატა საერთო  ინტერესი პრობლემისადმი. ამ საკითხზე  არაერთი შეხვედრა მოვაწყეთ  კათედრაზე. გავცვალეთ გამოცდილება, დავგეგმეთ და განვახორციელეთ სხვადასხვა აქტივობები, თუმცა, პრობლემა  მაინც აქტუალურია.
ეს პრობლემა სხვადასხვა საგნის პედაგოგებსაც აწუხებთ.
5-6 კლასებში მოსწავლეები შედარებით მოტივირებულები არიან, მაგრამ  შემდეგ  სხვადასხვა მიზეზების გამო თანდათანობით მათი სწავლის ხარისხი მკვეთრად იკლებს.
   ხშირად მიფიქრია, რომ ასეთ მოსწავლეებს შეიძლება სკოლის გარეთ ჰქონდეთ არასახარბიელო და მძიმე სოციალური ან ოჯახური გარემო, რაც დამთრგუნველად მოქმედებს მათ ფსიქიკასა და სწავლაზე. ამის მაგალითები ჩვენს რეალობაში ბევრია. ან შესაძლებელია ზოგიერთ მოსწავლეს ჰქონდეს განსხვავებული შესაძლებლობები.
     გაკვეთილებზე და სხვადასხვა სასკოლო აქტივობებში  შესამჩნევია ამ მოსწავლეთა  ინერტულობა, რაც მაგალითისთვის ნამდვილად ვერ გამოადგება თანაკლასელებს.
     როცა მოსწავლე სისტემატურად მოუმზადებელია, ხშირად გავსაუბრებივარ და მიკითხავს მიზეზები; აღმოჩენილა უსწავლელობის მიზეზი ოჯახური მდგომარეობა.
     კვლევაში მინდა ყურადღება გავამახვილო ასევე, მნიშვნელოვან კომპონენტზე- გარემო ფაქტორების ან სასკოლო-საკლასო გარემოს ზემოქმედებაზე სხვადასხვა კატეგორიის (განსაკუთრებით  დაბალი აკადემიური  მოსწრების)  მოსწავლეებზე.
      ასევე მიზეზი შეიძლება იყოს აგრესია, რასაც დადგენა და კვლევა-ძიება სჭირდება.
       მინდა აქცენტი გავაკეთოთ იმ დადებით და უარყოფით ცვლილებებზე, რასაც   მოსწავლე  განიცდის  სკოლაში.
      ეს პრობლემები ორმაგ პასუხიმგებლობას მანიჭებს მოსწავლეების მიმართ. ჩემი  მიზანია,  გარდა დიფერენცირებული სწავლებისა, მოვახდინო სოციალური ინტეგრირება, ვიპოვო და  განვავითარო მათი ძლიერი მხარეები, უნარები, გავუღვივო მოტივაცია სწავლისადმი, ჩავატარო კონკრეტული გამოკითხვა კონკრეტულ საკითხებზე, დავადგინო მიზეზები, ვიმუშაო დამატებით მოსწავლეებთან,კოლეგებთან, რათა მაქსიმალურად მოხდეს ამ პრობლემის აღმოფხვრა.
საჭროებიდან გამომდინარე შესაცვლელია სწავლების სტრატეგიები, სხვადასხვა მოსწავლის უნარებზე მორგებული დავალებების შედგენა, ასევე საგაკვეთილო  პროცესში სახალისო ელემენტების შეტანა.
ისტორიის გაკვეთილის დაგეგვმისას, ხშირად ვფიქრობ აქტივობების შერჩევაზე. ვიყენებ, წყაროზე მუშაობას, რუკაზე მუშაობას, დისკუსიას და დებატებს. ეს ისეთი ტიპის აქტივობებია, რომლებიც მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებაზეა მიმართული. თუმცა, ამ ტიპის აქტივობების დაგეგვმისას დავალებებს ვალაგებ მარტივიდან რთულისაკენ, ეს კი ხელს უწყობს დაბალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეების ჩართვას საგაკვეთილო პროცესში. ამ აქტივობებით ასეთი ტიპის მოსწავლეები მხოლოდ გაკვეთილზე შესასრულებელი პრაქტიკული სამუშაოებით შემოიფარგლებიან ხოლმე, მაგრამ საშინაო დავალებას როცა ვაძლევ, უკვე პასიურები ხდებიან. ის რაც  ინდივიდუალურ მუშაობას მოითხოვს, ნაკლებად საინტერესო ხდება მათთვის. თუმცა, ვცდილოთბ დავალებები ინტერესების სფეროს გათვალისწინებით შევადგინო. პრობლემა რაშია? სწორედ ამ კითხვამ გადამაწყვეტინა აღნიშნული  კვლევის დაწერა.
            პრობლემა განსაკუთრებით აქტუალურია მაღალ კლასებში, სადაც ბევრი მოსწავლე სწრაფად და კარგად ახერხებს სხვადასხვა სამუშაოს შესრულებას მაშინ, როცა მოსწავლეთა მცირე ნაწილი ვერ ახერხებს აყვეს ვერც ტემპს და ვერც ხარისხს.ამ დროს ხდება მათი დათგუნვა, დემოტივაცია.
 კითხვა-პასუხის, პრეზანტიის დროს აქტიურობენ უკეთ მომზადებული მოსწავლეები და ეს ერთგვარ ბარიერს ქმნის სხვადასხვა შესაძლებლობების მოსწავლეთა შორის.
           როდესაც საშინაო დავალებად ან შემაჯამებელი სამუშაოს ფორმად ავირჩიე ნახატების, ჩანახატების, პროექტული სწავლების ფორმა, მოსწავლეთა ამ ნაწილმა უკეთ გამოავლინა საკუთარი „ფარული“ შესაძლებლობები. მიუხედავად ამ საკითხზე ხშირი მუშაობისა პრობლემა მაინც აქტუალური რჩება.

1.4.         კვლევის მიზანი
დაბალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეებში მაღალი სააზროვნო უნარების ნაკლებად განვითარების მიზეზების დადგენა, პრობლემის ანალიზი და გაუმჯობესების  გზების ძიება ისტორიის გაკვეთილზე.


1.5.         კვლევის სტრუქტურა
1)      შესავალი
2)      საკვლევი თემა და მიზანი
3)      პრობლემის იდენტიფიცირება
4)      საკვლევი საკითხის აქტუალობა
5)      კვლევის მიზანი
6)      მოკლე ინფორმაცია სკოლის შესახებ
7)      კვლევის სტრუქტურა
8)      ძირითადი დასკვნები
9)      ლიტერატურის მიმოხილვა
10)  საკვლევი სამიზნე ჯგუფები
11)  კვლევის მეთოდები
12)  საკვლევი საკითხის კითხვები
13)  კვლევის ვადები
14)  კვლევის შედეგები
15)  მონაცემების ანალიზი
16)  ძირითადი მიგნებები
17)  ინტერვენციები და მათი შეფასების მეთოდები
18)  ინტერვენციების შეფასება
19)  რეკომენდაციები
20)  კვლევის ნაკლოვანებები
21)  დასკვნა
22)  ბიბლიოგრაფია
23)  დანართი

1.6.         ძირითადი დასკვნები
ჩემი აზრით, მოსწავლეები იმიტომ ვერ ერთვებიან სასწავლო პროცესში, რომ მათ მიმართ დიფერენცირებული მიდგომები რთულია. გარდა ამისა, მჭირდება სხვადასხვა აქტივობები და სტრატეგიები. სასწავლო პროცესის გახალისება, პროექტული სწავლება, თანამშრომლობითი უნარების განვითარება, ურთიერთსწავლის წინ წამოწევა, საგნის საჭიროების დანახვება.

თავი 2. პრაქტიკული კვლევის არსი
პრაქტიკული კვლევა ჩვეულებრივი ტრადიციული კვლევისაგან განსხვავებით გულისხმობს ინტერვენციების განხორციელებას, შემდეგ მათ შეფასებასა და რეკომენდაციების შემუშავებას. აღსანიშნავია, რომ პრაქტიკული კვლევა ბუნებრივ ანუ მასწავლებლისათვის ჩვეულებრივ სამუშაო გარემოში ხორციელდება. პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ამოსავალი წერტილია სამუშაოს დროს სწავლებისას წარმოქმნილი პრობლემები და მისი ანალიზი. მნიშვნელოვანია, რომ ანალიზისას მოსწავლეთა მიღწევები მთავარი საკვლევი თემაა. კონკრეტულ შემთხვევაში შემაჯამებელი დავალებების შესრულების დაბალი ხარისხი სერიოზული გამოწვევაა ჩვენთვის. ძალიან საინტერესოა ამ კუთხით ექსპერტებისა და დარგის სპეციალისტების კვლევებისა და მოსაზრებების გაცნობა, ასევე წარმატებული კოლეგების გამოცდილების გაზიარება, რათა კვლევა წარიმართოს სწორად და არ ავცდე მიზანს. კვლევის მეთოდები და ინსტრუმენტები ძირითადად თვისობრივია, თუმცა გამოყენებული ანკეტირება რაოდენობრივი კვლევის მეთოდს მიეკუთვნება. მონაცემთა ერთობლიობის ანალიზისა და დამუშავების შემდეგ პრაქტიკული კვლევის მნიშვნელოვანი ეტაპი ხორციელდება და ესაა ინტერვენციები. მასწავლებელი ერევა პროცესში მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესების მიზნით. თუმცა ესეც არაა ბოლო ეტაპი . აუცილებელია გაანალიზდეს მეორადი მონაცემები, ანუ ის შედეგები, რაც მიღწეულ იქნა განხორციელებული ინტერვენციების შედეგად, შემუშავდეს რეკომენდაციები, შეჯამდეს პროცესი და დაიწეროს დასკვნა, რომელიც თავის მხრივ ახალი საკვლევი საკითხის ჩამოყალიბებაში დამეხმარება. და ბოლოს, კვლევა, თუ სამაგიდო კვლევად დარჩება იგი არაფრის მომცემი იქნება, მნიშვნელოვანია იგი გასაჯაროვდეს სასკოლო თემში და გაანალიზდეს მისი შედეგები. პრაქტიკული კვლევის არსი სწორედ ასე მაქვს დანახული.
თავი 3. ლიტერატურა
 პიროვნების ფორმირების საკითხში დიდი ადგილი ეთმობა  წრესა და  გარემოს , სადაც ის იზრდება. ,,ადამიანს ქმნის  ბუნება, მაგრამ  განავითარებს და აყალიბებს საზოგადოება. აღზრდის იარაღი  და  შუამავალი  უნდა  იყოს  სიყვარული, ხოლო მიზანი- ადამიანობა.  რადგან  მოქმედების  ყველა სფეროში  საზოგადოებრივი  იერარქიის  ყოველ  საფეხურზე  ადამიანის  მთავარი  ამოცანაა-ადამიანობა.”
(ბესარიონბელინსკი, შრომები IX .ბათუმი  2007.გვ-90-93 ).მე  სავსებით ვეთანხმები ამ  მოსაზრებას. ყოველივე  საქციელის  სათავე უნდა იყოს  სიყვარული.ჩემი ერთ-ერთი ძლიერი მხარე  არის კლასში კეთილგანწყობილი, ურთიერთპატივისცემასა  და თანასწორუფლებიანობაზე  დამყარებული გარემოს შექმნა.
ილია ჭავჭავაძეს კი მიაჩნია ,რომ  მეცნიერება რელიგიის გარეშე არაფერია და მათ შორის ხიდი არის სიბრძნე.(ი.ჭავჭავაძე. ,,სრული განათლების ადეპტი”. შრომებიIX. ბათუმი  2008. გვ.4-6). ისტორიის  სახელმძღვანელოებში მრავლადაა  რელიგიასთან დაკავშირებული თემები.მე  ვცდილობ მაქსიმალურად მივაწოდო ინფორმაცია მათთვის საინტერესო და აუცილებელ საკითხებზე. თანაც მიმაჩნია რომ, ქრისტიანმა უნდა იცოდეს რელიგიური ტერმინოლოგია და ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის საკითხები.
უკვე აღარავინ დავობს იმაზე, რომ განწყობასა და მოტივაციას დიდი მნიშვნელობა  აქვს პიროვნების ფორმირების  პროცესში. განათლების ფსიქოლოგები სწავლის მოტივაციის განხილვისას ორ ძირითად ფაქტორს გამოყოფენ – შინაგანსა და გარეგანს. შინაგანი მოტივაცია ამა თუ იმ საკითხის/საგნის შესწავლის სურვილიდან გამომდინარეობს. ის მოსწავლის თანდაყოლილ ინტერესებზე, კომპეტენციის ზრდისა და საკუთარი თავის სრულყოფის მოთხოვნილებაზეა დამოკიდებული. ასეთი მოსწავლის მიზანი ჯილდოსა თუ დადებითი შეფასების მიღება არ არის.
       ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ მასწავლებლებმა სწორედ შინაგანი მოტივაციის გასაძლიერებლად არ უნდა დაიშურონ ძალისხმევა, თუმცა, სამწუხაროდ, ხშირად პირიქით ხდება – სწორედ გარე ფაქტორების მეშვეობით ცდილობენ აამაღლონ მოსწავლეთა წარმატების მოტივაცია.
მნიშვნელოვანია, თითოეულ მოსწავლეს სწავლაზე ორიენტირებული საზოგადოების ნაწილად ვაგრძნობინოთ თავი, შევუქმნათ ღია, პოზიტიური ატმოსფერო საკუთარი მისწრაფებებისა და მონაცემების გამოსავლენად.
ამასთან დაკავშირებით,  განათლების ფსიქოლოგიის სპეციალისტები გვირჩევენ, მეტი ყურადღება მივაქციოთ მოტივაციის ზოგიერთ ფაქტორს. მაგალითად:

       (სწავლის მოტივაცია-თეორია და სტრატეგიები. მარიკა სიხარულიძე 2013 წლის 1 აპრილი).Maswavlebeli.ge
,, დადებითიუკუკავშირი
დადებით უკუკავშირად შეიძლება მივიჩნიოთ ქება, წახალისება, განმავითარებელი და არა განმსაზღვრელი შეფასება, რომელიც მოსწავლის მიღწევებს გაუსვამს ხაზს და არა მარცხს. განმავითარებელი შეფასება კომპლექსურს. ყოველგვარი წარუმატებლობა თუ შეცდომა კი უნდა შეფასდეს სწავლის განუყრელ კომპონენტად და განიხილებოდეს არა ნეგატიური, არამედ დადებითი კუთხით, ანუ შეცდომების გამოსწორების საშუალებად.
      შესრულებადი  ამოცანების დასახვა
სპეციალისტები გვირჩევენ, მოტივაციის ასამაღლებლად მოსწავლეებს დავუსახოთ მარტივი, შესრულებადი ამოცანები; ნაბიჯ-ნაბიჯ ავუმაღლოთ ცოდნა, შევძინოთ ესა თუ ის უნარი. კომპლექსური, ძნელად შესასრულებელი, დაუძლეველი ამოცანები სწავლის მოტივაციას მხოლოდ ვნებს.
     რეალისტური, მოსწავლის ინტერესებზე დაფუძნებული თემატიკა
მოსწავლის შინაგანი მოტივაციის ასამაღლებლად მნიშვნელოვნად მიიჩნევენ კიდევ ერთ ფაქტორს: სასწავლო მასალა ზედმიწევნით უნდა ასახავდეს მათ რეალურ ცხოვრებას, შერჩეული უნდა იყოს ასაკისა და ინტერესების გათვალისწინებით.
     არჩევანის უფლების მინიჭება
მოტივაციის სტიმულირებისას გადამწყვეტ ფაქტორად მიმაჩნია მოსწავლისთვის ერთგვარი ავტონომიის მინიჭება. მას უნდა ჰქონდეს არჩევანის თავისუფლება. მაგალითად, სასურველია, მოსწავლეს მსგავსი თემატიკის ტექსტებიდან, ამოცანებიდან და სხვ. ერთ-ერთის არჩევის უფლება  ჰქონდეს. ამით მას სწავლის პროცესში თანამონაწილეობისა და ჩართულობის შეგრძნებასაც გავუღვივებთ.

     კუთვნილების შეგრძნების გაღვივება
ვინაიდან კუთვნილების შეგრძნება ადამიანის ფუნდამენტური მოთხოვნილებაა, ამ შეგრძნების გაღვივება მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსწავლის შინაგანი მოტივაციის ასამაღლებლად. კვლევების თანახმად, მოსწავლეები, რომლებსაც სკოლისადმი, კლასისადმი, საზოგადოდ, აკადემიური გარემოსადმი კუთვნილების შეგრძნება აქვთ, გაცილებით უკეთ ართმევენ თავს სასწავლო პროცესს. მასწავლებლები, რომლებიც უქმნიან მოსწავლეებს ღია, თავისუფალ, მყუდრო, ენთუზიაზმსა და პოზიტიურ დამოკიდებულებაზე აგებულ სასწავლო გარემოს, ამით კუთვნილების შეგრძნებასაც უღვივებენ მათ.
     მხარდაჭერაზე დაფუძნებულიუ რთიერთობა
მზრუნველობასა და მხარდაჭერაზე ორიენტირებული ურთიერთობა, რომელსაც მასწავლებელი უყრის საფუძველს, კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია სწავლის მოტივაციის ასამაღლებლად. მასწავლებელს უნდა შეეძლოს აღსაზრდელებთან კომუნიკაცია, თანაგრძნობისა და სიმპათიის გამოხატვა.
ურჩიმოსწავლეებისთვი სსასწავლო სტრატეგიების შემუშავება
დაბალი აკადემიური მოსწრებისა და სასწავლო გარემოსთვის შეუსაბამო ქცევის მქონე მოსწავლეთა ძირითად პრობლემას სწავლის დაბალი მოტივაცია წარმოადგენს. ასეთი მოსწავლეებისთვის მოტივაციის ასამაღლებლად საკმარისი არ არის სასწავლო პროცესის მსვლელობისას გამოჩენილი დამატებითი ძალისხმევა. წარმატების მიღწევა შესაძლებელია მართებული სასწავლო სტრატეგიების დასახვით, მაგალითად, ამა თუ იმ აქტივობის გეგმის შემუშავებით, ჩანაწერების გაკეთებით, შავი ნამუშევრის გადათეთრებით და სხვ. ამა თუ იმ აქტივობისთვის შესაფერისი სასწავლო სტრატეგიის შეთავაზებით მასწავლებელმა შესაძლოა საგრძნობი შედეგი მიიღოს მოსწავლის მოტივაციისა და აკადემიური მოსწრების გაუმჯობესების კუთხით.(სწავლის მოტივაცია-თეორია და სტრატეგიები. მარიკა სიხარულიძე 2013 წლის 1 აპრილი)’’
   სტატიის ავტორს საკუთარი პრაქტიკიდან აქვს დეტალური კვლევა და რჩევები, რომელიც ჩემთვის მისაღები და პრობლემურ მოსწავლეებთან გამოსაყენებელია. რამდენიმე სტრატეგიას საკმაოდ ეფექტურად ვიყენებ კიდეც. მიღწევის მოტივაცია გვიჩვენებს, აქვს თუ არა მოსწავლეს სურვილი-იყოსუკეთესი სწავლაში, ბოლომდე წარმოაჩინოს თავისი უნარები, ჭკუა, გონება ,შესაძლებლობები. აშკარად გამოხატული მიღწევის მოტივაციის მქონე მოსწავლეები სწავლობენ, უპირველესად, იმისთვის, რათა დაუმტკიცონ საკუთარ თავს, რომ ბევრი რამ შეუძლიათ.ლიტერატურაცვატა ბერძენიშვილი სტატიაში „მოსწავლეთა აზროვნების განვითარება“ (mastsavlebeli.ge 12 იანვარი. 2017) წერს: განათლების მრავალ ფსიქოლოგს სჯერა, რომ აზროვნება სკოლაში უნდა  განვითარდეს. მაგრამ ცხადია, აზროვნების სწავლება გაცილებით მეტ აქტივობას მოიცავს, ვიდრე  სტანდარტულ გაკვეთილზე ყოველი ეტაპის დასრულების შემდეგ „სააზროვნო” კითხვებზე  პასუხის  გაცემა  ან  მასწავლებლის მიერ  წამოჭრილ  დისკუსიებში მონაწილეობაა. მაშ რა არის საჭირო კიდევ? ერთ-ერთი მიდგომის თანახმად, ყურადღება გამახვილებულ უნდა იქნას აზროვნების უნარ-ჩვევების განვითარებაზე სპეციალური პროგრამებით (რომლებიც პირდაპირ ამ უნარ-ჩვევების სწავლებაზეა გათვლილი) ან არაპირდაპირი მეთოდებით (რომლებიც  აზროვნების  განვითარებას  ჩვეულებრივ  სასწავლო  გეგმას დაურთავენ). აზროვნების უნარ-ჩვევების სპეციალური პროგრამის უპირატესობა არის  ის, რომ მოსწავლეებს არ სჭირდებათ საგნის მასალის ექსტენსიური, ფართო ცოდნა უნარ-ჩვევების დასაუფლებლად. მოსწავლეებმა, რომლებსაც ჩვეულებრივ უჭირთ სასწავლო პროგრამის ათვისება, შეიძლება ამ პროგრამების დახმარებით წარმატებას მიაღწიონ და განუმტკიცდეთ თვითეფექტიანობის განცდა. მისი უარყოფითი  მხარე  კი  ის  არის, რომ  ამ  ზოგად უნარ-ჩვევებს მოსწავლეები ხშირად პროგრამის ფარგლებს გარეთ მანამდე ვერ  იყენებენ, სანამ მასწავლებლები მათ არ ასწავლიან მის გამოყენებას სხვადასხვა საგნის შესწავლისას,
 დავით ბოლქვაძე სტატიაში „წყაროები-ისტორიული აზროვნებისა და კვლევის უნარებისათვის“ (mastsavlebeli.ge 30 იანვარი. 2015)  წერს: აუცილებელია, მასწავლებელმა საგაკვეთილო პროცესში სათანადო ყურადღება დაუთმოს ისტორიულ წყაროებს და სწავლების მნიშვნელოვან კომპონენტად აქციოს. ამითვის სასურველია, წყაროზე მუშაობაში ჩართოს შემოქმედებითობისა და კვლევის ელემენტები, რითაც გაცილებით საინტერესოსა და მიმზიდველს გახდის სწავლების პროცესს, მეტ ინტერესს გაუღვიძებს მოსწავლეებს ისტორიის მიმართ, ხელს შეუწყობს ისტორიის უკეთ გააზრებაში.
ქეთევან ოსიაშვილი, ბლოგერი.NMmaswavlebeli.ge
    ,, ყველა ის პრობლემა, რომელმაც ბავშვთან დაკავშირებით ნებისმიერ სკოლაში შეიძლება იჩინოს თავი, ორ დიდ ჯგუფად ერთიანდება. ერთი  მოსწავლის აკადემიურ მოსწრებასთან დაკავშირებულ სირთულეებს მოიცავს, მეორებავშვის ქცევაში წარმოშობილ პრობლემებს. პრობლემა და ეს ორი ჯგუფი, ჩვეულებრივ, მჭიდროდ არის დაკავშირებული ერთმანეთთან. ხშირად მოსწავლის ქცევის სირთულეები სასწავლო საქმიანობაში არსებული პრობლემებით არის გამოწვეული. ეს ბუნებრივიცაა, ვინაიდან სწავლა  სასკოლო ასაკის ბავშვის ქცევის წამყვანი ფორმაა და ყოველგვარი ცვლილება მის პიროვნულ განვითარებაში შეიძლება მხოლოდ სასწავლო პროცესის მეშვეობით განხორციელდეს. ასე რომ, თუ ბავშვის ქცევის კორექციას ვაპირებთ, უპირველესად სასწავლო პროცესში მისი ჩართულობის გაზრდასა და მისი წარმატების ხელშეწყობაზე უნდა ვიზრუნოთ. ამას მხოლოდ მაშინ მოვახერხებთ, თუ შევძლებთ, ბავშვს სასწავლო საქმიანობის მიმართ განწყობა შევუქმნათ. ეს კი, თავის მხრივ, იმ მოტივების გამოვლენა სმოითხოვს, რომლებიც ბავშვს სწავლის სურვილს უჩენს.’’
ირინა აბულაძე სტატიაში „ შემოქმედებითი აზროვნების მნიშვნელობა და მისი განვითარება“ (mastsavlebeli.ge 7 მაისი. 2013) შემდეგ აზრს ავითარებს: კენ რობინსონი, განათლების ექსპერტი, ერთ ერთ გამოსვლაში* აღნიშნავს: „სკოლები ხელს უშლიან შემოქმედებითობის განვითარებას”. საკმაოდ მკაცრი და დამაფიქრებელი განცხადებაა. სასკოლო გარემო ხომ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია, სადაც შემოქმედებითობა უნდა ვითარდებოდეს. ექსპერტის აზრით, საჭიროა, რომ შემოქმედებითობას იგივე მნიშვნელობა მივანიჭოთ, რაც წიგნიერებას. ის მთავარ პრობლემად მიიჩნევს სკოლებში მოსწავლეთა მრავალმხრივი ნიჭის უგულებელყოფას და საგნების ე.წ. „ძირითად” (მათემატიკა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები და სხვ.) და ”მეორეხარისხოვან” (ხელოვნება, მუსიკა) საგნებად დახარისხებას. ამგვარი მიდგომა საქართველოშიც არსებობს, მაგალითად, როცა პედაგოგები და მშობლები ითხოვენ რომელიმე საბუნებისმეტყველო საგანში საგაკვეთილო საათების გაზრდას ხელოვნების ან მუსიკის ხარჯზე. ექსპერტი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ „ყველა ბავშვი ნიჭიერი იბადება”, სასკოლო განათლების დანიშნულება კი უნივერსიტეტის პროფესორების აღზრდა სულაც არ არის; სკოლა ის ადგილია, სადაც მოსწავლეთა მრავალმხრივი ნიჭის გამოვლენა და განვითარება უნდა ხდებოდეს. კენ რობინსონი აცხადებს: „შემოქმედებითობა არ არის საგანზე მიბმული”. ამიტომ მნიშვნელოვანია ყველა საგნის ფარგლებში მისი განვითარება. მცდარია აზრი, რომ შემოქმედებითობას მოსწავლეები მხოლოდ გამოყენებითი ხელოვნების გაკვეთილებზე უნდა ეზიარონ.
მარიამ გოდუაძე სტატიაში „ როგორ შევაფასოთ-ნიშნით თუ უნიშნოდ?“ (mastsavlebeli.ge 6 თებერვალი. 2017) წერს: ფინეთში საბაზო საფეხურის ჩათვლით მხოლოდ განმავითარებელი შეფასება არსებობს. სკოლაში არ არსებობს ნიშნებით შეფასება  მეცხრე კლასის ჩათვლით. ალბათ, შეფასების მოცემული სისტემის დამსახურებაა, რომ მოსახლეობის წიგნიერების დონის მიხედვით ფინეთი  მსოფლიოს ლიდერია. აქ დაწყებით და საბაზო საფეხურზე (I-IX კლასები) „უნიშნო“ სწავლებაა. სკოლაში დადგენილია შიდა, კლასიდან კლასში გადასაყვანი, სტანდარტები. საჭიროების შემთხვევაში იქმნება ინდივიდუალური სასწავლო გეგმა და პროგრამა მოსწავლეებში კითხვისა და გაგების უნარების გასაუმჯობესებლად. ისინი მხოლოდ მე-9 კლასში აბარებენ სახელმწიფო გამოცდას და მხოლოდ მისი წარმატებით დამთავრების შემდეგ ეძლევათ კოლეჯში ჩაბარების უფლება. მოსწავლეთა ცოდნისა და უნარ-ჩვევების შემოწმებისა და შეფასების დროს დიდი ყურადღება ექცევა კითხვის, წერისა და საკითხის გაგების უნარების შეფასებას, რომლის საფუძველზეც სასწავლო პროცესში ჩართულობისა და მიღწეული შედეგების დაბალი მაჩვენებლებით გამორჩეული მოსწავლეები მასწავლებლებთან ერთად გეგმავენ სწავლის პროცესს, დელეგირების მეშვეობით უვითარდებათ პასუხისმგებლობის გრძნობა და სისტემატურად ზრუნავენ თვითგანათლებაზე. ასეთი ტიპის მონიტორინგი და შეფასება პედაგოგიური პროცესის განუყოფელი ნაწილია და საშუალებას აძლევს მასწავლებელს, სასწავლო პროცესში არსებული მიღწევებისა და ნაკლოვანებების გამომჟღავნების საფუძველზე სწორად წარმართოს მუშაობა.
მანანა რატიანის სტატიის მიხედვით, ,, კონტურული რუკის გამოყენება საგაკვეთილო პროცესში მაღალი სააზროვნო უნარების განსავითარებლად“( 27 ოქტომბერი, 2015 მანანარატიანი) ,კონტურული რუკები აქტიურად გამოიყენება გეოგრაფიის სწავლებისას. სახელმძღვანელოს ავტორები მოსწავლეებს ხშირად სთავაზობენ დავალებებს, რომლებიც გარკვეული მაჩვენებლების კონტურულ რუკაზე გადატანას/ასახვას  გულისხმობს. რა თქმა უნდა, ეს სპეციფიკური უნარია, რომელსაც გეოგრაფია ავითარებს. ამით მოსწავლეს საშუალება ეძლევა,მოვლენები სივრცეში აღიქვას, უკეთესად დაიმახსოვროს ესა თუ ის მონაცემი და მისი გავრცელება. თუმცა აქვე არ შეიძლება არ აღინიშნოს ამ დავალებების შეზღუდული ხასიათი; ხშირად სამუშაო მთავრდება იმით, რომ მოსწავლეებს უმოწმებენ, რამდენად აკურატულად მოახერხეს ამ ინსტრუქციის შესრულება.
ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორის ბენჯამინ ბლუმის თეორიის მიხედვითგამოყოფენ აზროვნების შემდეგ დონეებსცოდნასგაგებასგამოყენებასანალიზსსინთეზსა და შეფასებას.
აზროვნების ეს დონეები საფეხურებს ქმნიან, სადაც ყოველი მომდევნო უფრო რთულია და მოიცავს ერთ ან რამდენიმე წინადონეს. ცოდნა, გაგება და გამოყენება აზროვნების ქვედა დონეებად მოიაზრება, ხოლო ანალიზი, სინთეზი და შეფასებაზედად.
კონტურული რუკის შევსება მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, განივითარონგამოყენებისდონე ბლუმის ტაქსონომიის მიხედვით.
ამ წერილის მიზანია, კონტურული რუკების შევსებას მასწავლებლებმა სხვა თვალით შეხედონ და არ დასჯერდნენ ზემოთ აღნიშნულს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს სწავლების საბაზო და საშუალო საფეხურებზე, როდესაც მხოლოდ კონტურულის შევსება ინტერესმოკლებული ხდება და დაძლევის კუთხით სასწავლო გამოწვევას აღარ წარმოადგენს მოსწავლისთვის.როგორ გავართულოთ  ამგვარი აქტივობები ისე,რომ მოსწავლეებმა შეძლონ უფრო მაღალ სააზროვნო დონეზე ასვლა?ამისთვის საჭიროა მოვიძიოთ დამატებითი რესურსები და მოსწავლეებს გასაანალიზებელი შეკითხვა დავუსვათ. ერთ-ერთ ნიმუშს ქვემოთ წარმოგიდგენთ.აქტივობა გათვლილია საშუალო სკოლის მოსწავლეებისთვის, რომლებიცმსოფლიოს გეოგრაფიას გადიან.აქტივობის მიზანიამოსწავლეებმა ერთმანეთს დაკავშირონ ქვეყნების  სიდიდე, მოსახლეობის რაოდენობა და განვითარების დონე, დაინახონ კავშირი ამ პარამეტრებს შორის.დასკვნის სახით უნდა ითქვას, რომ ჩემს მიერ განხილული აქტივობა მხოლოდ ისეთი სპეციფიკური უნარების განვითარების საშუალებას კი არ იძლევა, როგორებიცაა რუკისგამოყენება/გაანალიზება და კონტურული რუკის შევსება, არამედ მოსწავლეებს აზროვნების უნარს უვითარებს, საშუალებას აძლევს, სხვადასხვა მონაცემები ერთმანეთს დაუკავშირონ და დასკვნები გამოიტანონ. იმავდროულად, მათ განუვითარდებათ ჯგუფურად მუშაობისა და დისკუსიის უნარი, რაც ერთი გაკვეთილისთვის წარმატებად შეიძლება ჩაითვალოს.
დავით ბოლქვაძის აზრით, XXI საუკუნის უნარები“( 15 აგვისტო, 2014) Конец формы ოცდამეერთე საუკუნის პირველსავე წლებში მოწინავე ქვეყნებმა (აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა და სხვებმა) თავიანთი საგანმანათლებლო სისტემების მსოფლიოში არსებულ ახალ რეალობაზე მორგება დაიწყეს. მალევე დაიწყო მოძრაობა, რომელსაც „XXI საუკუნის უნარები” უწოდეს. ამ მოძრაობაში ჩართულმა ცნობილმა სპეციალისტებმა სასწავლო საგნების ახალი პროგრამები შექმნეს, დაიწყო მათი პილოტირება. ექსპერტები შეთანხმდნენ, რომ საჭირო უნარებს შორის სასიცოცხლოდ აუცილებლად შეიძლება მივიჩნიოთ კრიტიკული აზროვნება, პრობლემის მოგვარებაზე ორიენტირება და შემოქმედებითობა ანუ კრეატიულობა. განათლების მუშაკებს მხარი სხვა სფეროების წარმომადგენლებმაც აუბეს – პოლიტიკოსებმა, ბიზნესმენებმა… ისინი თანხმდებიან, რომ ეს უნარები მხოლოდ წარმატების მისაღწევად კი არ არის აუცილებელი, არამედ მათ გარეშე შესაძლოა მომავალში ცხოვრებაც კი გაჭირდეს სხვადასხვა მიზეზით შექმნილი ურთულესი პირობების გამო (ბუნებრივი რესურსების მკვეთრი შემცირება, გლობალური დათბობა, მძაფრი რეგიონული დაპირისპირებები პოლიტიკურ, სოციალურ, რელიგიურ ნიადაგზე და სხვ.). ქვემოთ შევეხები უცხოელ ექსპერტთა მიერ ხაზგასმულ იმ პრობლემურ საკითხებს, რომლებიც მეტ-ნაკლებად ჩვენი საგანმანათლებლო სისტემისთვისაც აქტუალურია.
განათლების სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა სკოლების არათანაბრობაა. ზოგიერთ სკოლაში წარმატებით ხორციელდება ახლებური მიდგომებით სწავლება, მაგრამ სკოლების და, შესაბამისად, მოსწავლეების უმრავლესობა მოკლებულია თანამედროვე მოთხოვნების შესაფერის სწავლას. დღევანდელი გამოწვევაა, ახალმა მიდგომებმა მთლიანად მოიცვას საჯარო განათლების სიტემა. 
ექსპერტების აზრით, მასწავლებლები ცდებიან, როცა მიაჩნიათ, რომ თუ მოსწავლე ამჟღავნებს კრიტიკულ აზროვნებას ერთ საგანში, ე.ი. შეუძლია, ყველა სხვა საგანშიც გამოამჟღავნოს. კრიტიკული აზროვნება არ არის უნივერსალური უნარი, რომელიც თავისუფლად შეგვიძლია გამოვიყენოთ ნებისმიერ სიტუაციაში. ზოგჯერ ჩვენ მანამდე ვერ ვახერხებთ ამა თუ იმ სააზროვნო უნარის ამუშავებას, სანამ ის არ შეგვხვდება ჩვენთვის ნაცნობი ფორმით. მოსწავლეებს კრიტიკულად აზროვნება შეუძლიათ მხოლოდ იმ საგნებში, რომლებშიც საამისოდ საკმარისი ცოდნა და ინფორმაცია აქვთ.
თუმცა თეორიულად უკვე აღარ ვკამათობთ მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების, პრობლემის მოგვარებაზე დაფუძნებული სწავლის ან თუნდაც პროექტით სწავლების ეფექტურობაზე – ვთანხმდებით, რომ ასეთი სწავლება მოსწავლეებს საშუალებას აძლევს ითანამშრომლონ, იმუშაონ ავთენტურ პრობლემებზე და ჩართული იყვნენ საზოგადოებასთან კომუნიკაციაში. მიუხედავად იმისა, რომ ეს მეთოდები დაწვრილებითაა განხილული დამხმარე თეორიულ ლიტერატურაში, მასწავლებლებმა იციან მათ შესახებ, სჯერათ მათი ეფექტურობა, მათი უმეტესობა ამ მეთოდებს პრაქტიკაში არ იყენებს. მაინც რატომ არ იყენებენ მასწავლებლები მეთოდებს, რომლებიც თავად მიაჩნიათ სასარგებლოდ? ისინი მიზეზთა შორის ასახელებენ საკლასო მენეჯმენტს. როცა მოსწავლეები ერთმანეთთან თანამშრომლობენ, ხშირად ეს ხმაურს იწვევს, მასწავლებელს დიდი ძალისხმევის გაღება უხდება, რომ შემოქმედებითი ხმაური ქაოსში არ გადაიზარდოს. ამასთან, თანამედროვე მეთოდებით მუშაობას მასწავლებლის მხრივას სჭირდება გარკვეული მომზადება, მაგალითად, განსახილველი საკითხის ღრმა ცოდნა, მუდმივი მზადყოფნა გაკვეთილის მსვლელობისას მომხდარი ცვლილებებისთვის. ეს მომქანცველი სამუშაოა. 
 ასევე საინტერესოა დავით ბოლქვაძის შემდეგი სტატია ,, რამდენიმე სასწავლო აქტივობა, მოსწავლის ინტერესის გასაღვივებლად“(15 სექტემბერი, 2014 წელი), სადაც ის გვაცნობს Конец формы ისტორიის მასწავლებლებისათვის განკუთვნილ რამდენიმე სასწავლო აქტივობას, რომლებიც საკმაოდ შემოქმედებითი და პროდუქტიულია. მათი გამოყენებით შეგვიძლია გავაძლიეროთ მოსწავლეების ინტერესი საგნის მიმართ, განუვითაროთ მათ სააზროვნო – კოგნიტური, კითხვისა და წერითი მეტყველების უნარები, გაუფართოოთ წარმოსახვა და ფანტაზია.
მოცემული აქტივობები აგრეთვე  მიზნად ისახავს ორ კონკრეტულ  ამოცანას :
.ა) ხელი შეუწყოს მოსწავლეების მიერ ისტორიული კონტექსტის გააზრებას;
ბ) დაეხმაროს მოსწავლეებს უკეთ შეაფასონ პიროვნებების როლი ისტორიაში, არგუმენტებით დაასაბუთონ მათ მიერ გაღებული ძალისხმევის შედეგად მომხდარი სოციალური, პოლიტიკური და კულტურული ცვლილებების მნიშვნელობა.
 ტექსტის კითხვისას, კითხვებზე პასუხების გაცემისას, წერითი დავალების შესრულებისას მოსწავლეები აღმოაჩენენ ფუნდამენტურ განსხვავებებს წარსულსა და აწმყოს შორის, გაიაზრებენ იმ გრანდიოზულ ცვლილებებს, რომლებიც ამ ადამიანებმა თავიანთ ეპოქაში გარშემო მყოფთა აზროვნებაზე მოახდინეს. საგაკვეთილო აქტივობები რომ უფრო საინტერესოდ წარიმართოს, სასურველია მასწავლებელმა შეარჩიოს ისეთი ისტორიული პიროვნებები, რომლებსაც თანამედროვეების მხრიდან თავს დიდი რისხვა დაატყდათ, რომელთა საქციელსაც თავის დროზე მიუღებლად, მკრეხელურად, შეურაცხმყოფელადაც კი თვლიდნენ. საინტერესოა, რომ ისტორიამ სრულად მოახდინა ზოგიერთი მათგანის ,,რეაბილიტაცია”, მათი საქმეები კი მომდევნო თაობებმა აიტაცეს და ნორმად აქციეს. თუმცა არსებობენ ისტორიული პიროვნებები, რომელთა საქმიანობას თაყვანისმცემლები და მოწინააღმდეგები არც თავის დროზე აკლდა და არც ახლა განიცდის მათ სიმცირეს. ამ პიროვნებების თაობაზე დღემდე რადიკალურად განსხვავებული შეხედულებები არსებობს. თუ არჩეული პერსონა ქალბატონი იქნება, აქტივობის დევიზად მისი ცხოვრებისეული პერიპეტიებიდან გამომდინარე შესაძლოა ცნობილი ისტორიკოსის, ლაურელ ტეტჩერ ულრიხის გამონათქვამიც გამოგვადგეს: ,,კარგად აღზრდილი ქალბატონები ისტორიას იშვიათად ქმნიან”.
სანამ უშუალოდ აქტივობების აღწერაზე გადავალ, კიდევ ერთხელ დავაფიქსირებ ჩემ მოსაზრებას, რომ მასწავლებელი შემოქმედებითად უნდა მიუდგეს ნებისმიერ აქტივობას, გამოიყენოს მხოლოდ ის აქტივობები, რომლებიც მისთვის არის მოსახერხებელი, შეიტანოს მათში ცვლილებები და ა.შ.
  თავდაპირველად აუცილებელია მოსწავლეებმა ტექსტი წაიკითხონ, რომელიც საუკეთესო შემთხვევაში სახელმძღვანელოს ტექსტთან და ისტორიულ წყაროსთან ერთად შეიძლება კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურაც იყოს. სასურველია, ეს იყოს მომცრო ზომის ნახატებიანი წიგნი. შემდეგ ეტაპზე მოსწავლეები მასწავლებლის დახმარებით ამ პიროვნების ირგვლივ განსახილველი საკითხების ჩამონათვალს შეადგენენ. მათში ყურადღება გამახვილებული იქნება, ერთი მხრივ, ისტორიულ გარემოებებზე, ხოლო მეორე მხრივ, ისტორიული პერსონის პიროვნულ ღირსებებსა და ხასიათის თვისებებზე. საბოლოოდ მოსწავლეები შეძენილ ცოდნას რამდენიმე აქტივობაში (უმეტესად წერით აქტივობაში) გამოიყენებენ. აქტივობები მიმართულია მოსწავლეებში მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებისაკენ, მაგრამ ამასთანავე ფოკუსირებულია კონკრეტულ ისტორიულ კონტექსტზე, მომხდარ სოციალურ ცვლილებებზე, ისტორიული პიროვნებების საზოგადოებასთან და ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობებზე.
მასწავლებლის მომზადება
ა) მოსწავლეებს სთავაზობს წასაკითხი ტექსტის რამდენიმე ვარიანტს. საბოლოო არჩევანს მოსწავლეები აკეთებენ (ეს არის მოსწავლეების მოტივირებისა და პასუხისმგებლობის გრძნობის გაღვივების კიდევ ერთი საშუალება).
ბ) აწვდის მოსწავლეებს ტექსტებს. თუ ტექსტი მცირე ზომისაა, სურათების პრეზენტაციასთან ერთად, შესაძლოა მისი ხმამაღლა წაკითხვაც მოხერხდეს. სასურველია ყველა მოსწავლეს თავისი ეგზემპლიარი ჰქონდეს.
გ) მოსწავლეებს აცნობს შესასრულებელ დავალებებს, ხოლო დავალებების უკეთ გასაგებად და დროის მოგების მიზნით წინასწარ მომზადებული აქვს საჭირო რაოდენობით სპეციალური ფორმები.
თავდაპირველად მოსწავლეები უპასუხებენ რამდენიმე შეკითხვას. ეს მათ შემდგომი დავალებების უკეთ შესრულებაში დაეხმარება. გთავაზობთ რამდენიმე აქტივობას, რომლებსაც მოსწავლეები მას შემდეგ შეასრულებენ, როცა მასწავლებელი დარწმუნდება, რომ მათ გაიაზრეს წაკითხული ტექსტი. პირველი აქტივობა შეიძლება პროექტადაც მივიჩნიოთ.


ფოტო ალბომი კომენტარებით
ეს აქტივობა განსაკუთრებით იმ მოსწავლეებისათვის იქნება სასარგებლო, რომლებსაც კეთებით სწავლა მოსწონთ. ვთხოვოთ მოსწავლეებს, შექმნან განსახილველი ისტორიული პიროვნების რამდენიმე ფოტოსურათისგან ან რეალისტური ნახატისაგან შემდგარი ფოტოალბომი, რომლებსაც მოსწავლეები, რასაკვირველია, ინტერნეტიდან მოიპოვებენ. დავავალოთ მოსწავლეებს მოპოვებულ მასალებზე თავიანთი კომენტარების დართვა. რასაკვირველია, ეს აქტივობა შესაძლებელი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუ ისტორიულ პიროვნების შესახებ ასეთი რესურსი არსებობს. სასურველია ფოტოსურათზე ან ნახატზე სხვა პიროვნებებიც იყვნენ გამოსახულნი, ამასთანავე მოპოვებული სურათი (ნახატი) ისტორიული ხასიათის ინფორმაციის მატარებელი უნდა იყოს.
იმ მოსწავლეებს, რომლებსაც წერითი დავალებები უყვართ და ფანტაზიის უნარი კარგად აქვთ განვითარებული, განსაკუთრებით მოეწონებათ დავალება, რომელსაც ახლა შემოგთავაზებთ. ამ დავალებას პირობითად წარმოსახვითი ინტერვიუ დავარქვით.

წარმოსახვითი ინტერვიუ
მოსწავლეებს ვთხოვოთ გონებრივი იერიშით მოიფიქრონ ის კითხვები, რომლებსაც ისტორიულ პიროვნებას დაუსვამდნენ. კითხვები დაფაზე დავწეროთ. შემდეგ მოსწავლეები წყვილებად ან ტრიადებად დავყოთ და ვთხოვოთ მოფიქრებული კითხვებიდან ამოირჩიონ მათთვის ყველაზე საინტერესო კითხვების განსაზღვრული რაოდენობა (ვთქვათ 5 კითხვა) და მათზე ისეთი პასუხები გასცენ, როგორსაც მათი წარმოდგენით ისტორიული პერსონა გასცემდა. ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი პასუხების გაცემაა, მოსწავლეებს უნდა ავუხსნათ, რომ პასუხების გაცემისას თავი ისტორიული პიროვნების ადგილას წარმოიდგინონ, გაიხსენონ ისტორია და დავალება ისე შეასრულონ. მოსწავლეების პასუხებში უნდა ჩანდეს, რომ მათ იციან ამ პიროვნების ცხოვრების შესახებ. დავალების ბოლოს ერთი ან რამდენიმე საუკეთესო ნამუშევარი შეიძლება წავიკითხოთ, ხოლო ყველა დასრულებული კი ინტერვიუ ერთად ავკინძოთ ხელნაწერ წიგნად.
აი, რამდენიმე მარტივი შეკითხვა, რომელიც ინტერვიუში შეიძლება გამოვიყენოთ :
ა) რას მოელიან ადამიანები თქვენგან?
ბ) რა იყო თქვენი უდიდესი მიღწევა? რატომ ამაყობთ მისით?
გ) როგორ დაახასიათებდით თქვენს პიროვნებას?
ე) ხასიათის რა თვისებებს აფასებთ ადამიანებში?
ვთხოვოთ მოსწავლეებს, ამ სიას სხვა კითხვებიც დაუმატონ.
ბოლო ორი დავალება მოსწავლეთა ყურადღების კონცენტრირებას ისტორიული პიროვნების ხასიათის თვისებებსა და ზნეობრივ ღირებულებებზე აკეთებს. ორივე აქტივობა ამოწმებს მოსწავლის მიერ წაკითხული ტექსტის გააზრების უნარს.
ხასიათის სოციოგრამა
ეს აქტივობა მოსწავლეებს დაეხმარება, უკეთ გაიაზრონ ისტორიული პიროვნების ხასიათი, დააფიქსირონ მისი დამოკიდებულებები უახლოეს ადამიანებთან, ამ ადამიანების დამოკიდებულება მათდამი. იგი მოსწავლეს განუვითარებს წაკითხულის გააზრების, აგრეთვე წაკითხულ ტექსტში სპეციფიკური და მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოძიებისა და ადეკვატურად გამოყენების უნარს. დავალება ასე სრულდება: სამუშაო ფურცლის შუა რგოლში მოთავსებულია ისტორიული პერსონის სახელი. ავირჩიოთ ამ ადამიანის ცხოვრების რამდენიმე (ოთხი ოპტიმალური რაოდენობაა) მნიშვნელოვანი პიროვნება. მათი სახელები ორი ურთიერთსაპირისპირო ისრით დავაკავშიროთ მთავარ პიროვნებასთან. ვთხოვოთ მოსწავლეებს, ისრების გასწვრივ თითო წინადადებით დაწერონ, რა აკავშირებს ამ ადამიანებს ერთმანეთთან. მოსწავლეებმა უნდა ამოარჩიონ მათი აზრით მთავარი დამაკავშირებელი მომენტი. ეს შეიძლება იყოს: ერთმანეთთან დამოკიდებულება, დამსახურება ერთმანეთის წინაშე, რას ფიქრობდნენ ერთმანეთზე, ნათესაური ან სხვაგვარი კავშირი და ა.შ. დავალების დამამთავრებელ ეტაპზე მოსწავლეები ისრებზე მოცემული ინფორმაციის მიხედვით პიროვნების ხასიათის სოციოგრამას შეადგენენ.
კონცეპტუალური  წრე
ეს წერითი დავალება მოსწავლეებს განუვითარებს ლოგიკურ აზროვნებას და წაკითხულის გააზრების უნარს. მოსწავლეებმა უნდა დაინახონ კავშირი მასწავლებლის მიწოდებულ სიტყვებსა და წაკითხულ ტექსტს შორის. აქტივობა ასე სრულდება: მასწავლებელი წრეში ქმნის მისთვის საჭირო რაოდენობის დანაყოფებს. თითოეულ დანაყოფში წერს იმ სიტყვას ან მოკლე ფრაზას, რომლებიც ყველაზე ნათლად ახასიათებს ისტორიულ პიროვნებას. მოსწავლეებს დავალებად ეძლევათ დაწერონ პიროვნების დახასიათება ისე, რომ აუცილებლად გამოიყენონ მოცემული სიტყვები. აქტივობა საკმაოდ პროდუქტიულია. იგი ავითარებს მოსწავლის წერით უნარებს, ლოგიკურ აზროვნებას, სიტყვებისა და ფრაზების სწორად დაკავშირებისა და გამოყენების უნარს. მოსწავლეებს ვთხოვოთ მიწოდებული სიტყვების გამუქება. სამუშაოს დასრულების ბოლოს კი – გამოთქვან თავიანთი აზრი, რამდენად დაეხმარა მასწავლებლის მიერ მიწოდებული სიტყვები და ფრაზები დავალების შესრულებაში, რამდენად ზუსტად ასახავდა ეს მონაცემები პერსონის ხასიათს.
დაბოლოს, მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ზეპირი მსჯელობისას მოსწავლეებისთვის დამახასიათებელია მთავარი თემიდან გადახვევა, რომლის მიზეზიც მეტისმეტი მონდომებაა. ასეთ დროს მასწავლებელმა მოსწავლე აქტიურობისათვის უნდა შეაქოს, მაგრამ მათი მსჯელობა ისევ განსახილველი თემებისკენ უნდა შემოაბრუნოს. და კიდევ ერთი, შეფასებისას მასწავლებელმა მოსწავლეების ლექსიკურ მარაგთან და შემოქმედებითობის უნართან ერთად უნდა გაითვალისწინოს რამდენად ლოგიკურად იყენებენ ისინი წაკითხულ ინფორმაციას და რამდენად ადეკვატურად ახერხებენ თავიანთი მოსაზრებების დასაცავად წაკითხული ინფორმაციის მოშველიებას.
ჩემი აზრით, პედაგოგის უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს აზროვნების უნარის განვითარება. ამას, ბუნებრივია პედაგოგები სხვადასხვა აქტივობის საშუალებით აღწევენ, რაც უფრო შემოქმედებითია მასწავლებელი, მით უფრო სახალისო აქტივობებს იფიქრებს ის და ხელს უწყობს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებასა და კლასის ყველა წევრის ჩართვას საგაკვეთილო პროცესში. ვეთანხმებით იმ აზრს, რომ ჩემ  მიერ დაგეგმილ გაკვეთილში, აქტივობები უნდა იყოს დალაგებული ბლუმის ტაქსონომიის მიხედვით. იწყებოდეს მარტივით და სრულდებოდეს რთულით, სადაც მოსწავლეების მაქსიმალური რაოდენობა იქნება ჩართული და კითხვა დასმული იქნება ყველა ინტელექტუალური შესაძლებლობის მოსწავლის გათვალისწინებით. ვეთანხმებით მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ, რაც უფრო მეტი ცოდნა აქვს მოსწავლეს კონკრეტულ საგანში, ან კიდევ კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით, მით უფრო აქტიურია ის გაკვეთილზე, ახერხებს მსჯელობას, არგუმენტების მოყვანას, დასკვნების გაკეთებას  და ა.შ.
        ისტორიის გაკვეთილისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან აქტივობას წყაროზე მუშაობა წარმოადგენს. ამ აქტივობაზე დაკვირვებამ გვიჩვენა, რომ  კლასის, თითქმის, ყველა წევრი ერთვება და ართმევს თავს აღნიშნულ დავალებას.  კითხვები დალაგებული მაქვს  მარტივიდან რთულისკენ და დაბალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები თავს მარტივ დავალებებს ართმევენ. აღნიშნული აქტივობა ძალიან მეხმარება დასახული მიზნის მიღწევაში. ამიტომაც,ძალიან მომწონს და  კვლავაც გამოვიყენებ     პრაქტიკაში.
         ასევე, აქტიურად ვიყენებ გაკვეთილზე კონტურულ რუკაზე მუშაობას, რომელიც ინდივიდუალურ სამუშაოს წარმოადგენს. მოსწონს მოსწავლეებს ეს დავალება, რადგან ახერხებენ ცოდნის ტრანსფერს ანუ მათი ცოდნა გადაიტანონ რუკაზე. ამ აქტივობის შესრულებისას არც განსხვავებული აკადემიური მოსწრების მოსწავლე რჩება უყურადღებოდ, რადგან დავალება მოიცავს გაფერადებას , წიგნიდან ინფორმაციის გამოტანას და ა.შ.
 ამ შემთხვევაში ვამოწმებ   არა მარტო იმას, თუ რამდენად აკურატულად იმუშავა მოსწავლემ რუკაზე, არამედ იმასაც თუ რამდენად ახერხებს ორი სხვადასხვა პერიოდის რუკის შევსებას და შემდეგ მათ შედარებას. აქ შემდეგ დამატებით ვიყენებთ ვენის დიაგრამას, რომელშიც კარგად იკვეთება საერთო და განმასხვავებელი. ვეთანხმები მანანა რატიანს, სადაც ის წერს, რომ რუკის გამოყენება გაკვეთილზე სპეციფიკურ უნარებს განავითარებს.
  ძალიან მომეწონა  დავით ბოლქვაძის მიერ შემოთავაზებული აქტივობა-,,ფოტოალბომი კომენტარებით“, რომელსაც ნაკლებად ვიყენებ  გაკვეთილზე. სწორედ, ეს აქტივობა დაგვეხმარება დაბალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეების საგაკვეთილო პროცესში ჩართვისთვის.
 ვფიქრობთ, რომ ჩემს  მიერ ზემოთ გაწერილი აქტივობები ხელს უწყობს მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებას, მაგრამ აღნიშნულ აქტივობებში, ასევე, აქტიურად არიან ჩართულნი განსხვავებული  შესაძლებლობის  მოსწავლეებიც.
ჩემი  აზრით, სკოლის უმთავრესი დანიშნულება სწორედ აზროვნების განვითარებაა.სკოლა ერთნაირად უნდა დაეხმაროს ყველანაირი მოსწრების მოსწავლეს სხვადასხვა უნარების განვითარებაში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი გზების და ხერხების მოძებნა, რომელთაც არ სჭირდება საგნის ღრმა ცოდნა  და სწორედ იმ მოსწავლეებს დაეხმარება, რომლებსაც უჭირთ ისტორიული წყაროს ანალიზი. ეს აქტივობა ერთ-ერთ რთულ აქტივობად ითვლება, თუმცა,  გამოცდილებამ გვიჩვენა სხვა შედეგი. კერძოდ, ართცუ მაღალი მიღწევების მოსწავლეებმა , რომლებსაც არ გააჩნდათ საგნის ღრმა ცოდნა საკმაოდ კარგად გაართვეს თავი წყაროს ანალიზს. მათთვის საკმარისი აღმოჩნდა წყაროში მოცემული ინფორმაცია დავალების შესრულებისათვის, წყაროს კვლევის პროცესმა დაინტერესება გაზარდა და აქტივობა მათთვის მიმზიდველი აღმოჩნდა. ზემოაღნიშნულს ხშირად ვიყენებ  პრაქტიკაში და მომავალშიც გამოვიყენებ.
    შეფასებითი ხასიათის დავალებები კარგ საშუალებად მიმაჩნია რამდენიმე მიმართულებით: 1. მოსწავლე აფიქსირებს საკუთარ აზრს, შეხედულებას, გრძნობს პასუხისმგებლობას. 2. ასაბუთებს მიღებულ გადაწყვეტილებას. 3. უჩნდება ემპათია მასწავლებლის შრომისადმი. მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებელი დაეხმაროს მათ თავიდან აიცილონ ზერელე და უსაფუძვლო შეფასებები, დარწმუნდნენ, რომ დავალება მათ ძალებს არ აღემატება.
    შემოქმედებითი აზროვნების განვითარება და ხელშეწყობა უმნიშვნელოვანეს საქმედ მიმაჩნია, თუმცა, ეს უნარი არ შეიძლება განვიხილოთ თეორიული ცოდნისაგან განყენებულად. ისტორიის სწავლებისას ამ უნარის განვითარება სხვადასხვა აქტივობებით შეიძლება.პრაქტიკაში ხსირად ვიყენებთ ხელნაწერი ჟურნალების გამოშვების, სარეკლამო ბუკლეტების დამზადების, კედლის გაზეთის გამოშვების მეთოდს. ამ პროცესში მოსწავლეები თეორიულ ცოდნასაც იძენენ და სხვადასხვა (მათ შორის შემოქმედებით) უნარებსაც ივითარებენ. ამ დროს განსხვავებული შესაძლებლობის მოსწავლეთა შორის ბევრი აღმოჩნდება ისეთი, რომელიც კარგად ხატავს, ხელმარჯვეა და თანაკლასელების და მასწავლებლის გაოცებას ახერხებს და თვითშეფასებას იმაღლებს, მასწავლებლისთვის კი ადვილია შეფასებისას აქცენტების გაკეთება თითოეული მოსწავლის შესაძლებლობებზე, რაც საბოლოოდ მათ მოტივაციას ამაღლებს.
    ბევრი ითქვა და დაიწერა ფინური მოდელის შესახებ. ჩემი აზრით, ამ მოდელს ახლავე და მზა ფორმით ქართულ სინამდვილეში ვერ გადმოვიტანთ, თუმცა, შეგვიძლია გავითვალისწინოთ ბევრი დეტალი. მაგალითად, აქცენტის გაკეთება განმავითარებელ შეფასებაზე. ეს, განსაკუთრებით მომგებიანი იქნება განსხვავებული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებისათვის. შემცირდება ბარიერი სხვადასხვა მიღწევების მოსწავლეებს შორის, გაიზრდება თანამშრომლობა, აქცენტი გარე მოტივაციიდან გადავა შიდა მოტივაციაზე.
თუ სასწავლო პროგრამების ათვისება და შესაძლებლობას მისცემს მათ გამოავლინონ და განავითარონ სხვადასხვა უნარები. ძალიან მნიშვნელოვანია მოხერხდეს მოსწავლის თვითეფექტურობის გაზრდა. დასასრულს მინდა მოვიტანო ნაწყვეტი  „ პროექტი-ვიმოგზაუროთ საქართველოს კუთხეებში“ ( mastsavlebeli.ge 11 ოქტომბერი. 2016) , რომელშიც კოლეგებს გავუზიარე ჩემი გამოცდილება სწორედ სააზროვნო უნარების განვითარების საქმეში პროექტული სწავლების გზით.( პროექტის ფარგლებში კლასში შექმნილი ტურისტული
ჩვენი აზრით, წარმოდგენა, რომ ბავშვებს მცირე  ასაკის  გამო   არ შეუძლიათ პრობლემის გადაჭრა , მცდარია.  ამოცანა  მაშინ  არის  პრობლემური ,როცა  მისის გადაჭრის გზები  ბუნდოვანი  და უცნობია. პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების გამოყენება შესაძლებელია ყველა ასაკსა  და განვითარების საფეხურზე.
 პედაგოგიკის  ყველა სახელმძღვანელო  თუ ნაშრომი  იწყება კითხვით --რატომ?   ან  როგორ გავცეთ   დასაბუთებული   პასუხი  ამ  კითხვას
სასკოლო მოტივაციის პრობლემა თანამედროვე განათლების სისტემის ქვაკუთხედია. მასზე მუშაობის თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ მისი კორექციისთვის აუცილებელია პედაგოგების, ადმინისტრაციის, ფსიქოლოგებისა და მშობლების ერთობლივი ძალისხმევა.    როგორც ზემოთ ავღნიშნე, სასკოლო პრაქტიკა გვიჩვენებს, სასკოლო მოტივაციის პრობლემა განსაკუთრებით აქტუალური ხდება სასკოლო სწავლების მე-2 და მე-3 საფეხურებზე გადასვლისას. თუ გავითვალისწინებთ სასწავლო მოტივაციის ასაკობრივ დაქვეითებას გარდამავალ პერიოდში, უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება იმის განსაზღვრა, რით შეიძლება მოსწავლის მოტივირება, მასზე ზემოქმედება, როგორ უნდა ააგოს მასწავლებელმა სწავლების პროგრამა, რომ გადალახოს აკადემიური მოსწრების ტრადიციული დაქვეითება მე-6 – მე-8 კლასებში.  სტატიების ავტორებს საკუთარი პრაქტიკიდან აქვს დეტალური კვლევა და რჩევები, რომელიც
 მისაღები და პრობლემურ მოსწავლეებთან გამოსაყენებელია. რამდენიმე სტრატეგიას საკმაოდ ეფექტურად ვიყენებ კიდეც. მიღწევის მოტივაცია გვიჩვენებს, აქვს თუ არა მოსწავლეს  სურვილი- იყოს უკეთესი სწავლაში, ბოლომდე წარმოაჩინოს თავისი უნარები, ჭკუა, გონება შესაძლებლობები. აშკარად გამოხატული მიღწევის მოტივაციის მქონე მოსწავლეები სწავლობენ, უპირველესად, იმისთვის, რათა დაუმტკიცონ საკუთარ თავს, რომ ბევრი რამ შეუძლიათ.                                                                     სწავლის პრესტიჟულობა კლასში გვიჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია საკლასო კოლექტივში თანაკლასელის აკადემიური წარმატება. არის შემთხვევები, როცა ამა თუ იმ მოსწავლეს აქვს კარგად სწავლის მოთხოვნილება, კარგი განათლების მიღების სურვილი, მაგრამ თუ სწავლის პრესტიჟულობა კლასში დაბალია, მოზარდმა შესაძლოა შენიღბოს საკუთარი მოთხოვნილებები და სურვილები (ისწავლოს, მაგრამ კლასში არ გამოამჟღავნოს ცოდნა), რადგან ხვდება, რომ კარგად სწავლა, კარგი განათლება არ არის ის ნიშან-თვისება, რაც მას პოპულარულს გახდიდა თანაკლასელთა შორის და კლასში საერთო აღიარების ობიექტად აქცევდა. სწავლის პესტიჟულობა ოჯახში. ის გვიჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია მოზარდის ოჯახში მისი წარმატებული სწავლა. შემეცნებითი ინტერესი. გვიჩვენებს, აქვს თუ არა მოსწავლეს ახალი ცოდნის, ახალი ინფორმაციის მიღების ინტერესი. აშკარად გამოხატული შემეცნებითი ინტერესების მქონე მოსწავლეებს დიდ სიამოვნებას ჰგვრით ცოდნისა და ახალი ინფორმაციის მიღება, ახალი აღმოჩენები. მიღწევის მოტივაცია. გვიჩვენებს, აქვს თუ არა მოსწავლეს მიღწევის მოტივაცია, სურვილი, იყოს უკეთესი სწავლაში, ბოლომდე წარმოაჩინოს თავისი უნარები, ჭკუა, გონება შესაძლებლობები. აშკარად გამოხატული მიღწევის მოტივაციის მქონე მოსწავლეები სწავლობენ, უპირველესად, იმისთვის, რათა დაუმტკიცონ საკუთარ თავს, რომ ბევრი რამ შეუძლიათ.
– სოციალური მოწონების, აღიარების მოტივი. გვიჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლისთვის მისი წარმატებების აღიარება გარშემო მყოფთა მიერ. მოსწავლეები, რომლებთანაც აღნიშნული მოტივი დომინირებს, სწავლობენ, უპირველეს ყოვლისა, ქებისთვის, აღიარებისთვის, წახალისებისთვის.
– თანაკლასელების მხრივ სოციალური მოწონების, აღიარების მოტივი. გვიჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლისთვის აღიარება თანაკლასელების მხრივ.
– სოციალური აუცილებლობის გაცნობიერება. ავლენს მოსწავლის მისწრაფებას იყოს განათლებული ადამიანი. მოსწავლეები, რომლებთანაც დომინირებს მოტივაციის ეს ტიპი, სწავლობენ, უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ აცნობიერებენ კარგად სწავლის აუცილებლობას საკუთარი წარმატებული მომავლისთვის. კარგი იქნება, თუ ასეთი ბავშვებისთვის გადაცემის დროს ნებისმიერ სასწავლო მასალას აქტიურად დავაკავშირებთ ბავშვის სამომავლო გეგმებთან – როგორ გამოადგება ეს ცოდნა მომავალში, უმაღლეს სასწავლებელში ჩასაბარებლად, პროფესიის კარგად დასაუფლებლად, სასურველი სამსახურის მისაღებად და ა.შ. სასწავლო მოტივაციის გასაძლიერებლად ამ ტიპის ბავშვების აზროვნება და ყურადღება სწორედ ამ მიმართულებით უნდა წარვმართოთ.
ურთიერთობის მოტივი. გვიჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლისთვის თანატოლებთან ურთიერთობის მოტივაცია. მოსწავლეები, რომლებთანაც დომინანტურია ეს მოტივი, სწავლების პროცესში დაინტერესებულები არიან ისეთი საქმიანობებით, რომლებიც კომუნიკაციის შესაძლებლობას იძლევა, ამიტომ კარგი იქნება, თუ ამ ტიპის ბავშვებისთვის ისეთ დავალებებს გამოვიყენებთ, რომლებიც მათგან ჯგუფებად და წყვილებად მუშაობას მოითხოვს.
 თვითრეალიზაციის მოტივი. გვიჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლისთვის სასწავლო საქმიანობა, როგორც თვითრეალიზაციის წამყვანი სფერო, სადაც მას შეუძლია გამოავლინოს თავისი თავი, თავისი შესაძლებლობები და უნარები.
სასწავლო მოტივაციის ასამაღლებლად აუცილებელია, კოლეგებთან ურთიერთობისას განხილვისა და ანალიზის საგნად ვაქციოთ ცალკეულ მოსწავლეთა სასწავლო მოტივები. ეს საჭიროა თუნდაც იმიტომ, რომ სხვადასხვა სასწავლო მოტივი სხვადასხვა ტაქტიკის გამოყენებას მოითხოვს პედაგოგისგან. მაგალითად, თუ ბავშვისთვის წამყვანი მოტივია ქების მიღება, ეს ერთ ტაქტიკას საჭიროებს, თუ დასჯის შიშია წამყვანი მოტივი – სულ სხვას. მიღწევის მოტივაციაც ასევე განსხვავებულ მიდგომას მოითხოვს პედაგოგისგან და ა.შ. ცალკეული შემთხვევების ფსიქოლოგიური ანალიზი, პედაგოგისა და ფსიქოლოგის ურთიერთთანამშრომლობის პროცესში, დაგვეხმარება შევიმუშაოთ საჭირო ტაქტიკა კონკრეტული მოსწავლის აკადემიური მოსწრების გასაუმჯობესებლად.

თავი 4. კვლევის დიზაინი
4.1. საკვლევი საკითხის კითხვები
1.   რატომ ვერ ინტერესდება მოსწავლე სასწავლო საგნით?
2.   არის თუ არა თვალსაჩინოებები მიმზიდველი?
3.   არის თუ არა მეთოდები შესაბამისი?
4.   იწვევს თუ არა ჩვენ მიერ გაცემული უკუკავშირი მოტივაციის ამაღლებას?
5.   ვითვალისწინებთ თუ არა სახალისო აქტივობების გამოყენების უპირატესობას გაკვეთილებზე?
6.   ვითვალისწინებთ თუ არა მოსწავლეთა განსხვავებულ შესაძლებლობებს?
7.   ვაძლევ თუ არა მოსწავლეებს ყოველთვის დაძლევად დავალებებს?

4.2. კვლევის სამიზნე ჯგუფი
მოსწავლე- 30
მშობელი-  30
პედაგოგი- 15
გარდა ამისა, დაკვირვება ვაწარმოე  მოსწავლეებთან საგაკვეთილო პროცესში.



4.3. კვლევის მეთოდები

კვლევისთვის ავირჩიე  3 მეთოდი: აქედან 2 თვისობრივი ( დაკვირვება და ფოკუსჯგუფი)  და 1  რაოდენობრივი (ანკეტირება)
კვლევაში გამოყენებულია შემდეგი მეთოდები:
ანკეტირება - საკვლევი პრობლემის შესასწავლად გადავწყვიტე კითხვარების მეშვეობით გამომეკითხა მოსწავლეები და მოსწავლეთა მშობლები, ვინაიდან სამიზნე ჯგუფის მოსწავლეების და მშობლების ერთობლიობა არც თუ ისე დიდია და თან პრობლემა ეხება ყველა მათგანის შვილს, თითოეული მათგანის აზრი გასათვალისწინებელია.
ფოკუს ჯგუფი  ფოკუს ჯგუფი შედგებოდა სკოლის სხვადასხვა კათედრის  მასწავლებლებისაგან. სულ 8 მასწავლებელი და ერთი მოდერატორი. ამ მეთოდის გამოყენების მიზანი იყო, გამერკვია როგორ მუშაობდნენ განსხვავებული შესაძლებლობის მოსწავლეებთან ჩვენი კოლეგები.
    მოსაწვლეებზე დაკვირვება - მოსწავლეების მიმართ გამოყენებული იყო უბრალო დაკვირვების მეთოდი, რათა დამენახა რა ტიპის დავალებებს აკეთებდნენ ხალისით, როდის იწევდა მათი შინაგანი მოტივაცია და როდის უუმჯობესდებოდათ მათ შედეგები.

4.4. კვლევის ვადები
კვლევის  ვადები  განისაზღვრა  მიმდინარე  2017-18 სასწავლო  წლის  დეკემბრის დასაწყისიდან  თებერვლის ბოლომდე.
#
აქტივობა
12.2017
01.2018
02.2018
03.2018
04.2018
05.2018
1
საკვლევ საკითხზე ჩამოყალიბება
+





2
საკვლევი თემისა და მიზნის განსაზღვრა
+





3
ლიტერატურის დამუშავება
+





4
საკვლევი საკითხების შემუშავება
+





5
კითხვარების შედგენა და  სამიზნე ჯგუფების ჩამოყალიბება

+




6
კითხვარების დარიგება

+




7
კითხვარების დამუშავება -ანალიზი

+
+



8.
ინტერვენციები



+
+

9.
ინტერვენციების შეფასება





+


თავი 5. კვლევის შედეგები
5.1. მონაცემთა ანალიზი
 შევიმუშავე  შემდეგი კთხვარები, შევიტანე  სხვადახვა კლასებში, სხვადასხვა შესაძლებლობის მოსწავლებთან და ასევე მშობლებთან. დაახლოებით 10 დღის ვადაში მოხდა კითხვარების შევსება და შეგროვება.
მოსწავლეთა ანკეტირების ანალიზი
1)       ანკეტის შეკითხვაზე-რა მოგწონთ ისტორიის გაკვეთილზე?





2) კითხვაზე-რა არ მოგწონთ ისტორიის გაკვეთილზე?


3)  კითხვაზე-რომელ აქტივობებს ანიჭებთ უპირატესობას?




4) კითხვაზე- რას შეცვლიდით ისტორიის გაკვეთილზე?ამ კითხვაზე საკმაოდ  არაორდინალური პასუხები ჰქონდათ. ზოგიერთი აკრიტიკებდა თავს და ისურვებდნენ საკუთარ თავზე მეტ მუშობას. ბევრს იმუშავებდნენ პრეზენტაციის კეთებისას.



5) კითხვაზე რომელი საგანი მოგწონთ უფრო და რატომ?
მოსწავლეებმა დაასახელეს ისტორია (8), მათემატიკა, ბიოლოგია, უცხო ენა. აქედან გამომდინარე გამოკითხული მოსწავლეები სხვადასხვა საგანს ანიჭებენ უპირატესობას, რაც ლოგიკურია.

6) კითხვაზე-რამდენად ასახავს შეფასება ცოდნის დონეს?

7) კითხვაზე-რამდენად ხარ ინფორმირებული შეფასების სქემის შესახებ?
აქედან გამომდინარე მოსწავლეებისათვის ნაცნობია შეფასების სქემები და კრიტერიუმები





8) კითხვაზე- რას ურჩევდით მასწავლებელს?
რჩევები გამოიყურება  შემდეგნაირად:

დასკვნა: სხვადასხვა შესაძლებლობის მოსწავლეებს ჯგუფური მუშაობა თავიანთი შესაძლებლობების უკეთ გამოვლენის საშუალებად მიაჩნიათ. ისინი უფრო იმედიანად გრძნობენ თავს ჯგუფებში.
მშობელთა კითხვარის ანალიზი

1)-თქვენი შვილისთვის ისტორიის დავალება რამდენად რთულია?

2) -ახერხებს დამოუკიდებლად გაართვას თავი დავალებას?
3)-რომელი დავალების კეთება მოსწონს თქვენს შვილს?
4)-რომელი საგნის მიმართ იჩენს ინტერესს?
საგანთა ჩამონათვალი მრავალფეროვანია


5)-რამდენად ადეკვატურია თქვენი შვილის მიმართ გაკეთებული შეფასება?


6)-უნდა ერთვებოდეს მშობელი შვილის სასკოლო ცხოვრებაში?

7)-რა დროს ანდომეს თქვენი შვილი ისტორიის მომზადებას?
საშუალოდ ერთი საათი
8)-რა სიხშირით კითხულობთ შვილის აკადემიური მოსწრების ამბავს?

9)-როგორ შეიძლება სწავლის პროცესის გაუმჯობესება?




10)-რომელი მეთოდით იგებთ როგორ იცის შვილმა გაკვეთილი?



11)-რომელი მეთოდით დაეხმარებოდით შვილს?

12)-რჩევები და რეკომენდაციები მასწავლებელს

დასკვნა.მშობელთა უმრავლესობა თვლის, რომ
-მასწავლებელმა უკეთ იცის როგორ წარმართოს სასწავლო პროცესი,
-მოსწავლეთა შეფასება ობიექტურია
-სურვილი აქვთ ჩაერთონ სასწავლო პროცესში
ფოკუს ჯგუფის ანალიზი
სხვადასხვა საგნის პედაგოგთა კითხვარი

1)-რა წარმოადგენს მთავარ სირთულეს?
გარდა სხვადასხვა საგნის სპეციფიკისა საერთო სირთულედ დასახელდა:)-  პედაგოგების უმრავლესობას მითითებული აქვს რესურსების, თემატური რუკების  ნაკლებობა  და ა.შ.
არასაკმარისი სავარჯიშოები, საკითხავი ტექსტების მობეზრება,  რუტინული დავალებები
2)--რომელი მეთოდი იწვევს განსაკუთრებულ დაინტერესებას?-უმრავლესობამ აღნიშნა რუკაზე, წყაროებზე, სხვადასხვა საინტერესო ტექსტებსა და ტესტებზე, ასევე კლასგარეშე აქტივობებზე მუშაობა. კონტურული რუკების შევსება, ფილმების ჩვენება, პრეზენტაციების  კეთება, როლური თამაშები და დიაგრამები, გონებრივი იერიში, კროსვორდები, ვიქტორინები.
3)-იყენებენ თუ არა მოსწავლეები ისტორიაში  მიღებულ ცოდნას სხვა საგანში?-- გამოკითხულიდან  ისტორიას აქტიურად იყენებენ გეოგრაფიაში, სამოქალაქო განათლებაში, ლიტერატურაში,,უცხო ენებში და მათემატიკაში.
4) აქტივობა რომელიც კარგად გამოგდით და საინტერესოა
უმრავლესობამ დაასახელა ჯგუფური მუშაობა და პრეზენტაცია.ასევე დებატი, კლასის ჩართვა დავალების შერჩევაში და კითხვების დასმის პროცესში,
5) ნაკლებად ეფექტური აქტივობა
საინტერესოა, რომ ბევრი მასწავლებლის აზრით ეს შემაჯამებელი სამუშაოა, თუ ის კარგად არაა დაგეგმილი--ტესტირება , ჯგუფური მუშაობა, ასევე დასახელდა მოკლე პასუხი კითხვებზე და ლექციური ახსნა თვალსაჩინოების გარეშე.
6)-როგორ შეიძლება სწავლის პროცესის გაუმჯობესება?
გამოკითხვაში ლიდერობდა სტრატეგიებისა და აქტივობების ხშირი ცვლა  გაკვეთილზე, ასევე სამოტივაციო აქტივობების გამრავალფეროვნება, სახელმძღვანელოების თემატური გადახალისება და გამარტივება, კლასში მოსწავლეთა რაოდენობის შემცირება. კარგად დაგეგმილი მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლის პროცესი. ესგ გაუმჯობესებას,  სახალისო აქტივობები, მრავალფეროვანი მეთოდები,-კოლეგების რჩევები, ბევრი მუშაობა გაკვეთილის დაგეგმვისას, სახალისო აქტივობები, მასწავლებელმა არასოდეს უნდა შეწყვიტოს თვითგანვითარებაზე ზრუნვა.
დასკვნა: ყველა საგანში მნიშვნელოვანია სახალისო აქტივობების დიდი წილით ჩართვა საგაკვეთილო პროცესში. მოსწავლეები ხშირად იყენებენ ისტორიაში მიღებულ ცოდნას სავარაუდოდ ჰუმანიტარულ საგნებში. ყველა საგნის საერთო პრობლემაა სახელმძღვანელოები და მასში მოცემული ტექსტები
რა რჩევას  მისცემდით  მასწავლებელს?--პედაგოგები გვირჩევენ კარიერულ და პროფესიულ კუთხით მეტ მუშაობას და გაზრდას, გაკვეთილის კარგად  დაგეგმას, რესურსების გამრავალფეროვნებას.                                

saგაკვეთილო  პროცესში  მოსწავლეებზე  დაკვირვების  ანალიზი
საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეებზე დაკვირვებისას კვლევის  დაკვირვება ვაწარმოე მოსწავლეებზე ჩვეულებრივ საგაკვეთილო პროცესში დასახული მიზნის განხორციელებისთვის. დაკვირვებამ მიჩვენა, რომ განსხვავებული შესაძლებლობების მოსწავლეები თავს უფრო კონფორტულად გრძნობენ ჯგუფური მუშაობის დროს, ავლენენ ცოდნას და საკუთარ შესაძლებლობებს, უფრო თავისუფალნი ხდებიან ამ დროს. ამასთანავე, უფრო ადვილად სწაბვლობენ მათივე თანატოლებისაგან, რადგან თანამშრომლობენ ერთმანეთთან და ერთობლივი პროდუქტის შექმნა მათთვის ძლიერი მოტივატორია. ამასთანავე, ზოგიერთი ავლენს სხვადსხვა შესაძლებლობებს, მაგალითად, ხატავს და აფორმებს კედლის გაზეთს, ამზადებს პრეზენტაციას POWER-POINT-ში, ინტერნეტიდან მოიძიებს სხვადსხვა სახის ინფორმაციას, ამზადებს მაკეტს ან რაიმე თვალსაჩინოებას, ხშირ შემთხვევაში ასეთ აქტოვობებს არ სჭირდებათ საგნის ღრმა ცოდნა, მაგრამ ამ თვალსაზრისით დიდ დახმარებას უწევს ჯგუფს.
   დაკვირვებამ დაადასტურა ანკეტირების შედეგები. კერძოდ, მოსწავლეები ხალისით მუშაობენ წყაროებსა და რუკებზე, რადგან არც ეს აქტივობა მოითხოვს საგნის ღრმა ცოდნას, თუმცა, შესაძლებელია, ანალიზისა და შეფასების უნარების გამოვლენა და განვითარება. გარდა ამისა, იღებენ ახალ ინფორმაციას კონკრეტული საკითხის შესახებ და იყენებენ ტრანსფერის უნარს რუკაზე მუშაობის პროცესში.
 დაკვირვებამ გვიჩვენა, რომ წყაროზე მუშაობა განსხვავებული შესაძლებლობის მოსწავლეებისათვის გაცილებით მარტივია, რადგან კარგად შედგენილი წყაროს ანალიზი მოიცავს შეკითხვებს მარტივიდან რთულისაკენ და რამდენიმე მათგანზე მაინც პასუხის გაცემა ყველას შეუძლია. ამასთანავე, რუკაზე მუშაობა კარგად გამოსდით იმ ბავშვებს, რომლებსაც შესაძლებლებია ღრმა ცოდნა არ აქვთ კონკრეტულ ისტორიულ საკითხთან მიმართებაში, მაგრამ კარგად ერკვევიან გეოგრაფიაში.
ისიც გასათვალისწინებელია, რომ მიუხედავად ასაკობრივი კატეგორიისა მოსწავლეები ყოველთვის ინტერესით ეკიდებიან სხვადსხვა სახის სახალისო აქტივობებს.
  ასევე, დაკვირვების შედეგად დავასკვენი რომ, მოსწავლეების ურთიერთშეფასების დროს მოსწავლეები გაცილებით ობიექტურათ აფასებენ ერთმანეთს, ვიდრე საკუთარ თავს. გადავწყვიტე, ეს ფაქტი გამოვიყენო, შეფასების პროცეში.

5.2. ძირითადი მიგნებები
ანალიზის შედეგად მივედი შემდეგ დასკვნამდე, რომ მოსწავლეები განსაკუთრებული ინტერესით მუშაობენ წყაროებზე, მოსწონთ საუბრები მათთვის საინტერესო თემებზე, სჭირდებათ გაკვეთილზე ბევრად მეტი რესურსი, აღიარებენ, რომ შეფასება ხშირ შემთხვევაში რეალურზე მაღალია. დავასკვენი, რომ იცნობენ შეფასების რუბრიკებს.
            მშობლების აზრით, მათ შვილებს არ უჭირთ ისტორიის დავალებების მომზადება, ანუ ეს ნაწილი არ მოითხოვს გამარტივებას. მიაჩნიათ, რომ შეფასება ადეკვატურია, აღიარებენ ჩართულობის აუცილებლობას და თანახმა არიან თანამშრომლობაზე. ყურადსაღებია, რომ ითხოვენ მათი შვილების მეტ ჩართულობას.
            კოლეგებთან თანამშრომლობამ  აჩვენა, რომ საერთო პრობლემაა სახელმძღვანელოები,  რესურსების და განსაკუთრებით, რუკების ნაკლებობა. განსაკუთრებით ეფექტურად მიაჩნიათ ჯგუფური სამუშაოები და პრეზენტაციები და ნაკლებად ეფექტურად ტესტირება.
5.3. ინტერვენციები:
გაანალიზებული მასალისა და მონაცემების შედეგად დაიგეგმა ინტერვენციები, რომლებიც ჩემი აზრით ხელს შეუწყობს დაბალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეებს  მოტივაციის და ჩართულობის ხარისხის ამაღლებას მაღალი სააზროვნო უნარების ჩამოსაყალიბებლად საგაკვეთილო პროცესში.
         იმ მეცნიერული ლიტერატურის საფუძველზე რასაც გავეცანი ჩამოვყალიბდი შემდეგი სახის ინტერვენციებზე, რომლებიც ვფიქრობ დამეხმარება არსებული სიტუაციის გაუმჯობესებაში
.


1.ინტერვენციის დასახელება: როლური თამაში
მიზანი:შემოქმედებითი და ანალიტიკური აზროვნების განვითარება.
მასწავლებლის როლი თამაშის მომზადების პროცესში და მისი მსვლელობის დროს განსხვავებულია. საწყის ეტაპზე მასწავლებელი აქტიურად აკონტროლებს მოსწავლეთა საქმიანობას, საჭიროების შემთხვევაში ეხმარება რჩევებით, შემდეგ კი დამკვირვებლის როლში გვევლინება.
როლური თამაშის მსვლელობისას მასწავლებელი არ ასწორებს შეცდომებს, ის ინიშნავს მათ და აქტივობის ბოლოს მოსწავლეებთან ერთად განიხილავს და მათივე დახმარებით ასწორებს ტიპურ შეცდომებს.
2.ინტერვენციის დასახელება: ფილმის ნახვა და დისკუსია
მიზანი: კრიტიკული და ანალიტიკური უნარების განვითარება, არგუმენტირებული მსჯელობა.
მეთოდის ეფექტურად გამოყენებისათვის სასურველია მასწავლებელმა გაითვალისწინოს შემდეგი:თემა, ესგ და ფილმი უნდა იყოს ერთმანეთთან კავშირში და გათვალისწინებული უნდა იყოს მოსწავლეთა ინტერესები და საჭიროებები.დრო უნდა იყოს გათვლილი სწორად,შეიძლება ერთ გაკვეთილზე აჩვენოს ფილმი და მეორე გაკვეთილზე ჩაატაროს დისკუსია. ფილმის ნახვამდე უნდა მოხდეს თემასთან დაკავშირებული იდეების გენერირება წინარე ცოდნის გასააქტიურებლად.შექმნას მოქნილი ინსტრუმენტი მნიშვნელოვანი ინფორმაციის ჩასანიშნად. დასვას შეკითხვები ბლუმის სააზროვნო დონეების მიხედვით. მოსწავლეებს აუცილებლად გააცნოს დისკუსიის წესები და პროცედურები.
3.ინტერვენციის დასახელება: წიგნის განხილვა-დებატები
მიზანი: ინტერესის ზრდა, ვარაუდებით აზროვნება,არგუმენტირებული მსჯელობა.
მოსწავლეები მათთვის სასურველ წიგნს შეარჩევენ და გარკვეული დროის განმავლობაში კითხულობენ, თან ავსებენ გზადაგზა შთბეჭდილებების ფურცლებს,  ბოლოს კი იმართება კლასში საჯარო დისკუსია.
4.ინტერვენციის დასახელება:განმავითარებელი შეფასება-დადებითიუკუკავშირი
მიზანი:კონსტრუქციული უკუკავშირის საფუძველზე ობიექტური თვითშეფასება, საკუთარი პროგრესის მონიტორინგი.
დადებით უკუკავშირად შეიძლება მივიჩნიო თქება, წახალისება, განმავითარებელი და არა განმსაზღვრელი შეფასება, რომელიც მოსწავლის მიღწევებს გაუსვამს ხაზს და არამარცხს. განმავითარებელი შეფასება წარმოაჩენს მათ ყველა მიღწევას, თუნდაც ნაკლებ მნიშვნელოვანსა და კომპლექსურს. ყოველგვარი წარუმატებლობა თუ შეცდომა უნდა შეფასდეს სწავლის განუყრელ კომპონენტად და განიხილებოდეს არა ნეგატიური, არამედ დადებითი კუთხით, ანუ შეცდომების გამოსწორების საშუალებად.


თავი VI. ინტერვენციები და შეფასება

6.1. ინტერვენციების  შეფასების  მეთოდები
ინტერვეციის შეფასების  3 მეთოდი ავირჩიე: აქედან 2 თვისობრივი(დაკვირვება და ფოკუსჯგუფი) და 1 რაოდენობრივი(ანკეტირება) ანუ იგივე მეთოდებით ვიკვლიე ინტერვენციები, რითაც თავად კვლევა ჩატარდა.
კვლევაში გამოყენებულია შემდეგი მეთოდები:
ანკეტირება - მეორადი მონაცემების შესასწავლად გადავწყვიტე კითხვარების მეშვეობით გამომეკითხა მოსწავლეები და მოსწავლეთა მშობლები,
ფოკუს ჯგუფი  ფოკუს ჯგუფი შედგებოდა სკოლის სხვადასხვა კათედრის  მასწავლებლებისაგან. სულ 8 მასწავლებელი და ერთი მოდერატორი.
    მოსაწვლეებზე დაკვირვება - მოსწავლეების მიმართ გამოყენებული იყო უბრალო დაკვირვების მეთოდი.
6.2. ინტერვენციების შეფასება
დაგეგმილი ინტერვენციები ჩემი აზრით ხელს უწყობდა მოტივაციისა და ჩართულობის  ხარისხის ამაღლებას დაბალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეებში მაღალი სააზროვნო უნარების განსავითარებლად, რომლის საფუძველზეც ეტაპობრივად მოსწავლეებში უნდა განვითარებულიყო დამოუკიდებლად მუშაობის უნარ-ჩვევები.
        სწორედ ამიტომაც ინტერვენციების შეფასების მეთოდად შევარჩიე დაკვირვების მეთოდი. მოსწავლეებზე დაკვირვებით აღმოჩნდა, რომ სასწავლო პროცესში გამოყენებულმა მრავალფეროვნმა სტრატეგიებმა, მეთოდებმა და აქტივობებმა და შემდეგ გაკეთებულმა განმავითარებელმა კომენტარებმა ხელი შეუწყო ჩართულობის გაზრდას.
ასევე მოსწავლეებს ეძლევოდათ საუკეთესო საშუალება იმისათვის, რომ მათ კონკრეტულ თემებსა და საკითხებზე გაემახვილებინათ ყურადღება. ეს კი ყველა მომდევნო დღეს დადებითად ისახებოდა მათი სწავლის ხარისხზე. საერთო ანალიზის შემდეგად საგრძნობი განსახვავებაა ინტერვენციებამდე და ინტერვენციების შემდეგ არსებულ სიტუაციაში,როგორც რაოდენობრივად ასევე თვისობრივი მაჩვენებლითაც.

თავი VII. რეკომენდაციები და კვლევის ნაკლოვანებები

7.1. რეკომენდაციები
Ø  მასწავლებლის მიერ თვალსაჩინოებების ხშირი და მიზნობრი გამოყენება ზრდის მოსწავლეთა მოტივაციას
Ø  კონსტრუქციული და სწორად გაცემული უკუკავშირი ხელს უწყობს მოსწავლეს ირწმუნოს საკუთარი შესაძლებლობები
Ø  საგანმანათლებლო თამაშები და მულტიმედია რესურსები უზრუნველყოფს მოსწავლეთა ჩართვას სასწავლო პროცესში და საკითხის უკეთ დამახსოვრებას და გაანალიზებას მოსწავლეთა მიერ
Ø  დიფერენცირებული მიდგომების გამოყენება მასწავლებელს ხელს უწყობს გაითვალისწინოს მოსწავლეთა ინდივიდუალური საჭიროებები და ინტერესები სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვისას, რაც თავის მხრის კიდევ უფრო ზრდის მოსწავლეთა აქტიურობას.
Ø  მინი პროექტები ზრდის მოსწავლეთა დაინტერესებას საკითხის,თემის მიმართ და აგრეთვე ხელს უწყობს სწავლის ხარისხის ზრდას და ესგ-ს შედეგზე მოსწავლის გასვლას.

1.    გაამდიდრეთ სასწავლო პროცესი მრავალფეროვანი აქტივობებით და სტრატეგიებით:
·         ჩართეთ მოსწავლეები დისკუსიებში,როლურ თამაშებში, გამოიყენეთ ხშირად დისკუსია, ჯგუფური მუშაობის მეთოდი, პრეზენტაციები, ამით უფრო სახალისო და საინტერესო გახდება სასწავლო პროცესი.
2.    დავალების  მისაცემად გაითვალისწინეთ მოსწავლეთა ინტერესები:
·         მიეცით თავისუფალი არჩევანი დავალების შესასრულებლად. გამოიყენეთ განსხვავებული სირთულის დავალებები, გაითვალისწინეთ მათი შესაძლებლობები, რათა სასწავლო პროცესი არ გახდეს მოსაწყენი და დამღლელი, პირიქით სტიმული მივცეთ სასურველი საქმის საკეთებლად .
  1. აღიარეთ მოსწავლეთა მცირედი წარმატებაც კი, ეს მათ წაახალისებთ და ისინი უფრო  გაბედულნი და თვითდაჯერებულნი იქნებიან.
7.2 კვლევის ნაკლოვანებები
კვლევა ჩატარდა ძალიან აქტუალურ თემაზე და განხორციელებულმა ინტერვენციებმა დადებითი შედეგი მოგვიტანა კვლევაში დასმული პრობლემის გადაჭრის მიმართულებით, თუმცა ამ გადასახედიდან ვფიქრობ, რომ მეტი მეთოდების გამოყენება კიდევ უფრო წაადგებოდა კვლევის წარმართვას და სარწმუნოს გახდიდა შედეგებს. ასევე მიმაჩნია, რომ მეტი ბენეფიციარის ჩართვაც დადებითად აისახებოდა შედეგებზე. თუმცა ეს ყველაფერი მოითხოვდა მეტ დროს. მომავალში მსგავსი აქტივობის დაგეგმვისას აუცილებლად გავამრავალფეროვნებ კვლევის მეთოდებს და გავითვალისწინებ ამ გამოცდილებას
თავი VIII.დასკვნა

ჩემი დაკვირვებების შედეგად  გამოვლინდა შპს N1 სკოლის V კლასში მაღალ სააზროვნო უნარებთან  დაკავშირებული პრობლემები.
პრობლემის უკეთ გამოვლენის  მიზნით გამოვიყენე კვლევის სხვადასხვა მეთოდი , გამოვლენილი  პრობლემების გადასაჭრელად და არსებული სიტუაციის გასაუმჯობესებლად დავისახე და განვახორციელე ინტერვენციები, შევაფასე ინტერვენციების შედეგები. მინდა აღვნიშნო რომ ჩატარებულამ აქტივობებმა აამაღლა მოსწავლეთა მოტივაცია, გაზარდა მათი ჩართულობა სასწავლო პროცესში, გაკვეთილი გახდა მათთვის უფრო სახალისო. გახდნენ უფრო მეტად ინიციატივიანები, კოსნტრუქციულად გაცემულმა უკუკავშირმა გაზარდა საკუთარი თავისადმი რწმენა და თავდაჯერებულობა.
დაიწყეს მათ გარემოში არსებულ პრობლემებზე დაფიქრება და ამ გარემოს ცვლილებების დაგეგმვა.
არსებული მდგომარეობის  გასაუმჯობესებლად გაიცა რეკომენდაციები, რომლის განხორციელების შემთხვევაში მოიმატა ჩართულობამ და  ამ კლასში შემავალი სხვა მასწავლებლები თუ  გამოიყენებენ  შემუშავებულ რეკომენდაციებს გაუმჯობესდება სწავლა-სწავლების ხარისხი.








გამოყენებულილიტერატურა
1.მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის გზამკვლევი. II ნაწილი;http://tpdc.gov.ge/uploads/pdf_documents/gzamkvlevi%20meore%20nawili.pdf
2.,,პრაქტიკის  კვლევის დაგეგმვა, წარმართვა და შეფასება“. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი. 2016 წ.
3.აღმოსავლეთისპარტნიორობისსამოქალაქოსაზოგადოებისსაქართველოსეროვნულიპლატფორმა. „2012 წლისგანმავლობაშიმიღწეულიწინსვლადასამოქმედორეკომენდაციები“.(2013 წლისმარტი), ბრიუსელი.
4.ლევვიგოტსკისოციოკულტურულითეორია;
5.ალბერტბანდურა. (John, et. al., 2008). დასწავლისსოციალურ-კოგნიტურითეორია -მიბაძვითდასწავლა;
6. ჯონსაფიერი, რობერტგოუერი (2010). გამოცდილი მასწავლებელი, ილიასსახელმწიფოუნივერსიტეტისგამომცემლობა.
7.თამთადოლიძე. (2017). ფორმალურიდაარაფორმალურიგანათლებისთავისებურებანი;   http://mastsavlebeli.ge/?p=14984
8.ენციკლოპედიური ლექსიკონი.
9.საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ, 2013.
10.კოჰენი,ლუის.მანიონი,ლოურენს.მორისონი,ქეით.  კვლევის მეთოდები განათლებაში. 6-ეგამოცემა USAID|EMP.  თბილისი. 2012
10. jon safieri . robert goueri .გამოცდილი მასწავლებელი.ილიაუნის გამომცემლობა.თბილისი.
11. დ.უზნაძე  განწყობის თეორია თბილისი. 1995.
12. ეროვნული სასწავლო გეგმა (2011-2016წწ)
13. ნ. ქათამაძე. ზეპირმეტყველების უნარის განვითარება უცხო ენის სწავლების პროცესში.2016.
14. თინათინ ზურაბიშვილი - თვისებრივი მეთოდები სოციალურ კვლევაში, თბილისი. 2006
15. თინათინ ზურაბიშვილი - რაოდენობრივი მეთოდები სოციალურ კვლევაში, თბილისი. 2006

დანართი 1.
mSoblis  anketireba
(კითხვარი ანონიმურია და დაეხმარება მასწავლებელს გააუმჯობესოს  სასწავლო პროცესი)
1)  rogor fiqrobT, Tqveni SvilisTvis micemuli davaleba istoriaSi ramdenad rTulia?

2)  Aaxerxebs Tu ara Tqveni Svili damoukideblad gaarTvas Tavi saSinao davalebas istoriaSi?

3)   romeli davalebis keTeba moswons ufro Tqvens Svils?
a)mosaZiebeli                          b)prezentacia                
დ) saxelmZRvanelodan    

4)  romeli sagnis mimarT iCens interess ufro metad Tqveni Svili?


5)  ramdenad adeqvaturad migaCniaT Tqveni Svilis mimarT maswavleblis mier gakeTebuli Sefaseba?
6)  rogor fiqrobT unda erTvebodes Tu ara mSobeli  Svilis saskolo-saklaso cxovrebaSi aqtiurad?

7)Ra dros andomebs bavSvi istoriis mecadineobas?


8)  Ra sixSiriT kiTxulobT Tqveni Svilis akademiurim oswrebis ambavs?

9)Rogor fiqrobT, riTSeiZleba swavlis procesis gaumjobeseba?(Tqveni
rekomendacia)

10)      ra meTodiT igebT Tu rogor icis Tqvenma SvilmagakveTili?

12) ra meTodiT da rogor daexmarebodiT TqvensSvils?

დანართი 2.
moswavleebisanketireba
(კითხვარი ანონიმურია და დაეხმარება მასწავლებელს გააუმჯობესოს  სასწავლო პროცესი)

1)   ra mogwonT istoriis gakveTilze?

2)   ra ar mogwonT istoriis gakveTilze?

3)   Romel aqtivobas aniWebT upiratesobas?
a) wyaroze  muSobas b) rukaze muSoba              g)diskusia  d)prezentacia             e)  jgufuri muSaoba          v) debatebi

4) ras SecvlidiT istoriis gakveTilze?

5)      romeli sagani mogwonT ufro da ratom?

6)      rogor fiqrob, ramdenad asaxavs Tqveni Sefaseba Tqveni codnis dones?

7)  ramdenad informirebuli xar Sefasebis sqemis ( rubrikis) Sesaxeb?

კითხვარი  პედაგოგებისთვის
(კითხვარი ანონიმურია და დაეხმარება მასწავლებელს გააუმჯობესოს  სასწავლო პროცესი)

1)    ra warmoadgens mTavar sirTules istoriis swavlebisas?(Ria Tudaxuruli tipis kiTxvebi da a.S.)

2)    Tu arsebobs aseTi sirTule , raSi mdgomareobs is?

3)    ra gamogdis martivad da rakargad?
4)    Ddaasaxele 3 aqtivoba, romlis keTebac gamogdis da sainteresoa? (prezentacia, diskusia, jgufuri muSaoba...)

5)    daasaxeleT 3 aqtivoba, romelic Tqveni azriT naklebad saintereso da efeqturia? (Semajamebeli, prezentacia...)

6)   Seni azriT, rogor SeiZlebaswavlis procesis gaumjobeseba?
კვლევის რეფლექსია

2018 წლის 1 ივნისს შედგა სკოლის პედაგოგიური კოლექტივის შეხვედრა,  მეორე სემესტრის განმავლობაში ჩემ  მიერ ჩატარებული საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის (თემა:სააზროვნო უნარების განვითარება დაბალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეებში) გაზიარების მიზნით.
შეხვედრას ესწრებოდა სკოლის    სხვადასხვა საგნის მასწავლებლები. კვლევის გაზიარება ჩატარდა სკოლის სამასწავლებლოში.
კვლევის მიზანი იყო მოსწავლეებში  სააზროვნო უნარ-ჩვევების განვითარება. კვლევა გრძელდებოდა 5 თვის განმავლობაში. კვლევა არ წარმოადგენდა სირთულეს, ამ აქტივობებს აქამდეც ვახორციელებდი.მიღებული კვლევის შედეგი დადებითია და ვთვლი, რომ შეიძლებოდა მისი კოლეგებთან გაზიარება.
 შეხვედრას ესწრებოდა სკოლის    სხვადასხვა საგნის მასწავლებლები. კვლევის გაზიარება ჩატარდა სკოლის ბიბლიოთეკაში.
კვლევის გაზიარება ორივე მხარის ინიციატივით განხორციელდა. კვლევის ყველა პუნქტი: მიზანი, მიგნებები, ძირითადი კითხვები, მეთოდები, ინტერვენციები, ინტერვენციების შეფასება, დასკვნა და გამოკითხვების შედეგები წარმოდგენილი იყო PowerPoint-ის საპრეზენტაციო ფორმატში. მიმდინარეობისას მსმენელებს საშუალება ჰქონდათ დაესვათ კითხვები,რათა დაეზუსტებინათ  კვლევასთან დაკავშირებული საკითხები.პედაგოგებმა გამოთქვეს მოსაზრება,სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. კვლევის შედეგების გაზიარება საინტერესო აღმოჩნდა კოლეგებისთვის.
 ჩემთვის საინტერესო აღმოჩნდა უკუკავშირი, რომელშიც პედაგოგებმა მომიწონეს საკვლევი საკითხის არჩევა და საინტერესო იდეებიც მომაწოდეს.ვფიქრობ, რომ კიდევ უამრავი აქტივობის მოფიქრება შეიძლება ამ კუთხით,კიდევ ერთხელ დავრწმუნდი იმაში, რომ ამ საკითხზე მუშაობა აუცილებელია.
ერთ-ერთი კოლეგის აზრით, ჩართულობის გასააქტიურებლად, მას გამოყენებული ჰქონდა მოსწავლეთა თანასწავლების მეთოდი და საკუთარი გამოცდილებაც საინტერესოდ გამიზიარა ამ მიმართულებით. მოსაზრებების გამოთქმა დისკუსიაში გადაიზარდა და ჩემთვის, როგორც აღნიშნული კვლევის განმახორციელებლისთვის საინტერესო იქნება მომავალში კოლეგების მოსაზრებების გათვალისწინება.
კოლეგების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ კვლევა საინტერესო იყო და თვითონაც განახორციელებენ საკუთარი  პედაგოგიური  პრაქტიკის კვლევას.
შპს.N 1სკოლა
პედაგოგი: მადონა ღვინერია
1 ივნისი 2018 წელი