სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტი ქუთაისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში

VIIა კლასის მონაწილეობით მოვაწყვე ვიზიტი ქუთაისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში.მოსწავლეებს გავაცანი ჩემი გადაწყვეტილება მუზეუმში წასვლის თაობაზე.მოსწავლეები სიხარულით შეხვდნენ ამ გადაწყვეტილებას .შემდეგ შევთანხმდით როდის უნდა წავსულიყავით .შეთანხმების შემდეგ მუზეუმში წავედით მესამე გაკვეთილიდან.
ვიზიტის მიზანი------- მოსწავლეებმა გაიაზრონ და გაითავისონ არტეფაქტების მნიშვნელობა ისტორიის სწავლებაში.განიმტკიცონ ცოდნა , შეიტყონ მეტი საქართველოს და ქუთაისის ისტორიული ფაქტების შესახებ.მუზეუმში ნანახი ფაქტები და არტეფაქტები დაუკავშირონ ისტორიაში შესწავლილ ისტორიულ მასალას.
ვიზიტის მნიშვნელობა-----------მნიშვნელოვანია კლასგარეშე განათლებისათვის.როგორც ვიცით, მოსწავლე სწავლობს როგორც ფორმალურ ,ისე არაფორმალურ გარემოში.ასეთ ღონისძიებებზე მოსწავლეებს სოციალური და საკუთარი თავის მართვის უნარ- ჩვევებიც უვითარდებათ.
რესურსები ვიზიტის დროს-------ფოტოაპარატი,კალამი.
აქტივობები ვიზიტის დროს------- მოსწავლეთა შეკრება,მობილიზება,გადაადგილება,მუზეუმის დათვალიერება,გადაღებები,მასწავლებლის მიერ მითითებული დავალბების შესრულება,მნიშვნელოვანი საკიტხების ჩანიშვნა.
ვიზიტის შემდგომი აქტივობები-----------შთაბეჭდილებების გადმოცემა ვიზიტის შემდგომ.
ვიზიტის შედეგი------------- ვიზიტმა ხელი შეუწყო მოსწავლეების ცნობიერების ამაღლებას . ასევე მოსწავლეთა შორის ჯანსაღი ურთიერთობების თანამშრომლობასა და ცამოყალიბებას.






No comments:

Post a Comment