სამოდელო გაკვეთილის გეგმა-სოლომონ პირველი იმერეთის მეფე


გაკვეთილის გეგმა
მასწავლებელი-მადონა ღვინერია
საგანი- ჩვენი საქართველო
სწავლების საფეხური/კლასი-VIკლასი
მოსწავლეთა რაოდენობა:15
გაკვეთილის თემა: სოლომონ პირველი იმერეთის მეფე
სამოდელო გაკვეთილის ტიპი:პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილი
გაკვეთილის მიზანი:მოსწავლეები შეძლებენსოლომონ პირველის მოღვაწეობის შეფასებასა და მის მიერ მოწვეული საეკლესიო კრების მნიშვნელობას „ტყვის სყიდვასთან დაკავშირებით“. გაკვეთილის მასალაში მოცემული პრობლემის დანახვასა და ამოცნობას.

ეროვნული სასწავლო გეგმითგანსაზღვრული მისაღწევი შედეგი, ინდიკატორები:
საზ.მეც.V-VI.7.მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს საქართველოს ისტორიის გამორჩეული პიროვნებები, რომლებიც ქვეყნის მმართველობაში მონაწილეობდნენ.
საზ.მეც.V-VI.8. მოსწავლეს შეუძლია იმსჯელოს პიროვნებისა და სხვადასხვა სოციალური ფენის როლზე საქართველოს ისტორიაში;
საზ.მეც.V-VI.15. მოსწავლეს შეუძლია ამოიცნოს სხვადასხვა ნიშანი და პირობა, რომლის მიხედვითაც ადამიანი ამათუ იმ საზოგადოებას მიაკუთვნებს თავს.
საზ.მეც.V-VI.17.მოსწავლეს შეუძლია აღწეროს ადამიანის ღირსების, თავისუფლებისა და თანასწორობის დაცვა სხვადასხვა ისტორიულ ეპოქაში..
·         ჩამოთვლის სხვადასხვა დროს მოღვაწე ისტორიულ პირებს, განსაზღვრავს მათ როლს მმართველობით სტრუქტურაში;
·         ჩამოთვლის და ახასიათებს მმართველობაში მონაწილე ისტორიულ პირთა მიერ გატარებულ სახელმწიფო ღონისძიებებს.გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებებს მათ შედეგებზე.
·         საკუტარი სიტყვებით განმარტავს რას ნიშნავს ღირსება, თავისუფლება და თანასწორობა;
·         აკავშირებს ადამიანის მრავალფეროვნებას მათ უფლებებსა და თანასწორობასთან;
·         მშობლიური მხარის ან ზოგადად საქართველოს მაგალითზე ადარებს ადამიანის ღირსების, თავისუფლებისა და თანასწორობის დაცვას.
N
აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსი
დრო წთ
1
შესავალი.კლასს გავაცნობ გაკვეთილის თემასა და მიზნებს
ვერბალური ახსნა
მთელი კლასი
ფლიჩარტზე მოცემულია გაკვეთილის თემა და მიზანი
დანართი 1
3წთ
2
კლასი ავსებს კორნელის გრაფას  და წაკითხულს გადმოსცემენ გრაფაზე,რომელიც ითვალისწინებს ფაქტობრივი ცოდნის შემოწმებას.
კითხვების დასმის მეთოდი
მთელი კლასი
კორნელის გრაფა დანართი 2
5წთ
3
კოგნიტური სქემა.კლასი ავსებს სქემას, რომელიც ითვალისწინებს გამომწვევი მიზეზების,გადაჭრის გზების გააზრებასა და შედეგებამდე მისვლას.
კითხვების დასმის მეთოდი
მთელი კლასი
კოგნიტური სქემა
დანართი 3
5წთ
4
ასოციაციური კავშირების რუკა.ფურცლის ცენტრში ვწერ სიტყვას ტრეფიკინგი, რომელსაც მოსწავლეები  ლოგიკურად უკავშირებენ იმას,რის ასოციაციასაც გამოიწვევს იგი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
გონებრივი იერიში
მთელი კლასი
ფორმატზე შესრულებული ასოციაციური რუკა
დანართი4
7წთ
4
 ვენის დიაგრამა .წინასწარ ფორმატზე დახაზული მაქვს ვენის დიაგრამა, რისი მეშვეობითაც ხდება მეთვრამეტე და ოცდამეერთე საუკუნის მოვლენების შედარება მონობით ვაჭრობასთან დაკავშირებით.
მსგავსება-განსხვავების დადგენა
მთელი კლასი
ფორმატზე შესრულებული ვენის დიაგრამა
დანართი 5
5წთ
5
კითხვებზე პასუხის გაცემა.მოსწავლეებს ვაჯგუფებ 3 ჯგუფად, მიეცემათ წინასწარ ბართებზე გამზადებული დავალებები და შემდეგ აკეთებენ პრეზენტაციას, რომელთა შეფასებას ვახდენ მოსწავლეებთან ერთად შემუშავებული შეფასების რუბრიკის მიხედვით.
კითხვა პასუხი
ჯგუფური

ბარათები

დანართი 6
8წთ
6
პრეზენტატორი წარმოადგენს ჯგუფური მუშაობის შედეგს
პრეზენტაცია
ინდივიდუალური
მოსწავლეების მიერ ბარათებზე დაწერილი მოხსენება
9წთ
7
საშინაო დავალების მიცემა
ვერბალური ახსნა
მთელი კლასი
ბარათებზე დაწერილს მივაწოდებ საშინაო დავალებას დანართი 9
2წთ
8
შეფასება
განმსაზღვრელი და განმავითარებელი
ჯგუფური და ინდივიდუალური
შეფასების რუბრიკები
დანართი 7
დანართი 8
1წთ

დანართი1
გაკვეთილის თემა: სოლომონ პირველი იმერეთის მეფე
გაკვეთილის მიზანი:მოსწავლეები შეძლებენსოლომონ პირველის მოღვაწეობის შეფასებასა და მის მიერ მოწვეული საეკლესიო კრების მნიშვნელობას „ტყვის სყიდვასთან დაკავშირებით“. გაკვეთილის მასალაში მოცემული პრობლემის დანახვასა და ამოცნობას.
·         ჩამოთვლის სხვადასხვა დროს მოღვაწე ისტორიულ პირებს, განსაზღვრავს მათ როლს მმართველობით სტრუქტურაში;
·         ჩამოთვლის და ახასიათებს მმართველობაში მონაწილე ისტორიულ პირთა მიერ გატარებულ სახელმწიფო ღონისძიებებს.გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებებს მათ შედეგებზე.
·         საკუტარი სიტყვებით განმარტავს რას ნიშნავს ღირსება, თავისუფლება და თანასწორობა;
·         აკავშირებს ადამიანის მრავალფეროვნებას მათ უფლებებსა და თანასწორობასთან;
·         მშობლიური მხარის ან ზოგადად საქართველოს მაგალითზე ადარებს ადამიანის ღირსების, თავისუფლებისა და თანასწორობის დაცვას.


დანართი 2

კორნელის გრაფა
პირველადი კომენტარი (ფაქტობრივი)
მეორადი კომენტარი (ემოციური,კრიტიკული)
1.   ვინ იყო სოლომონ პირველი?
2.    რომელ საუკუნეში მეფობდა იგი?
3.   სოლომონ პირველს რომელი დამპყრობლის წინააღმდეგ უწევდა ბრძოლა?
4.   რა დაისახა მიზნად , რომ მტერი ქვეყნიდან განედევნა?


დანართი 3

კოგნიტური სქემა



შედეგი

პრობლემა
                                                                 
                                         გამომწვევი მიზეზი



                                                        გადაჭრის გზა-გამოსავალი


დანართი 4
ასოციაციური  კავშირების  რუკა


წრის ცენტრში ვწერ სიტყვას  ტრეფიკინგი, რომელსაც მოსწავლეები ლოგიკურად უკავშირებენ იმას,რის ასოციაციასაც  გამოიწვევს  იგი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.










დანართი 5
ვენის დიაგრამა










დანართი 6
ჯგუფური მუშაობის კითხვები
1.    როგორ აკრძალავდი ტრეფიკინგს, რა კანონს გამოუშვებდი , სახელმწიფო მოხელე რომ იყო?
2.    თვლი თუ არა საჭიროდ, რომ ეკლესია ჩაერიოს ტრეფიკინგის წინააღმდეგ  მიმართულ სხვადასხვა კანონების მიღებასა და განხორციელებაში?
3.    დღეს თანამედროვე სახელმწიფო ინსტაციები და საერთაშორისო ორგანიზაციები , რა როლს ასრულებენ ტრეფიკინგის წინააღმდეგ საბრძოლველად?

დანართი 7
ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა

კრიტერიუმები
ჯგუფის მუშაობა წარუმატებელია
ჯგუფის მუშაობა დამაკმაკოფილებელია
ჯგუფის მუშაობა წარმატებულია
ჯგუფის წევრების ჩართულობა მუშაობაში
ყველა წევრი არ არის ჩართული
უმრავლესობა ჩართულია
ყველა ჩართულია
ურთიერთმოსმენისა და აზრის გაზიარების უნარი
კამათობენ,არ უსმენენ ერთმანეთს და არის ხმაური, არ იზიარებენ ერთმანეთის აზრს
ხმაურობენ, ნაკლებად იზიარებენ ერთმანეთის აზრს
უსმენენ ერთმანეთს და იზიარებენ ერთმანეთის აზრს
ინსტრუქციის მიხედვით მუშაობა
ზუსტად ვერ მიყვებიან ინსტრუქციას
ნაწილობრივ მოყვებიან ინსტრუქციას
მუშაობენ ინსტრუქციის მიხედვით
დროის ლიმიტის დაცვა
ვერ ეტევიან განსაზღვრულ დროში
უმნიშვნელოდ გააცდინეს დრო
დაიცვეს დროის ლიმიტი
ლიდერის როლი
ლიდერი ვერ მართავს ჯგუფის მუშაობას
ლიდერი ზოგჯერ ახერხებს მუშაობის წარმართვას
ლიდერი ეფექტურად მართავს ჯგუფის მუშაობას





დანართი 8
ინდივიდუალური შეფასების რუბრიკა
საუბრობს გამართულად,გამოაქვს ადეკვატური დასკვნა
2
მოიძიებს სათანადო არგუმენტებს
1
ამოიცნობს პრობლემურ საკითხებს წაკითხულ ტექსტში
1
გადაჭრის პრობლემას
2
უკავშირებს ერთმანეთს წაკითხულსა და მოსმენილს
1
მოსწავლე ჯგუფში მუშაობს ეფექტურად
1
ამოიცნობს პრობლემას
1
გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებებს
1

დანართი 9
საშინაო დავალება
აღწერეთ ადამიანის ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლის პორტრეტი. გაითვალისწინეთ მისი ასაკი, სქესი, განათლება, პროფესია, გარეგნობა და ა.შ. თქვენი მოსაზრებები  შეგიძლიათ წარმოადგინოთ ნახატის სახითაც.

No comments:

Post a Comment