სად მდებარეობს საქართველო და ვის ემეზობლება (გაკვეთილის გეგმა)Vკლასი

გაკვეთილის თემა
სად მდებარეობს და ვის ემეზობლება საქართველო?
სასწავლო საფეხური\კლასი,საგანი,
მასწავლებელი
დაწყებითი,  V კლასი
ჩვენი საქართველო
მადონა ღვინერია
მოსწავლეთა რაოდენობა
12
განსაკუთრებული მიდგომების საჭიროების მქონე მოსწავლეთა რაოდენობა დ პროფილი
0

გაკვეთილის სსწავლო მიზნები
საზ.მეც.V-VI.1.3. მოსწავლეს შეუძლია რუკების კითხვა და გამოყენება.
ესგ-ით მისაღწევი შედეგები\ინდიკატორი
საზ.მეც.V-VI.1.3. მოსწავლეები ამჟღავნებენ რუკების ცოდნას, ამოიცნობენ საქართველოს მოსაზღვრე ქვეყნებსა და მსხვილ გეოგრაფიულ ობიექტებს,იყენებენ პოლიტიკურ რუკებს.
თანმიმდევრობა
(აქტივობა და დრო)

1.გონებრივი იერიში. (10წთ)
მასწავლებელი მოსწავლეებს უსვამს კითხვებს, რომელთა პასუხები იწერება დაფაზე.(პასუხის გასაცემად მოსწავლეებმა უნდა გამოიყენონ საქართველოს ფიზიკური რუკა-კედლის ან სახელმძღვანელოს დანართი N1): 1) რომელი ოთხი ქვეყანა ემეზობლება საქართველოს? 2) დაალაგე ისინი ჰორიზონტის მხარეების მიხედვით.3) რომელ ზღვაზე აქვს საქართველოს გასასვლელი?4) თქვენი სიტყვებით ახსენი თ, რა არის საზღვარი?5) როგორ ფიქრობთ, საქ-ოს რომელ ქვეყანასთან აქვს ყველაზე გრძელი საზღვარი?6) რას ნიშნავს ”სასაზღვრო-გამშვები პუნქტი”? 7) იცით თუ არა სად მდებარეობს  საქ-ში სასაზღვრო გამშვები პუნქტები?
2. შემდეგ მოსწავლეები მოიყვანენ მაგალითს ,შინაარსის რეალიზაციისათვის.(7წთ) ყურადღებით წაიკითხავენ წყარო ა და პასუხს გასცემენ შეკითხვებს.
3. კლასი იყოფა ჯგუფებად. (17-წთ)მუშაობენ კონტურულ რუკებზე , რომრლზეც უნდა დაიტანონ საქართველოს მოსაზღვრე ქვეყნების , რუსეთის ფედერაციაში შმავალი რესპუბლიკებისა დამხარეების სახერლები, აღნიშნონ მოსაზღვრე ბუნებრივი ზღუდეები, რომლებზეც გადის საქ-ოს  მოსწავლეებმა უნდა განსაზღვრონ ის ადგილები, სადაც გახსნილი უნდა იყოს საბაჟო და სასაზღვრო -გამშვები პუნქტი.
4. შესრულებული დავალების პრეზენტაცია( 7წთ)
6. საშინაო დავალების მითითება (2წთ). საშინაო დავალებად ეძლევათ გაკვეთილის ბოლოს დართულ სავარჯიშოებზე წერილობითი პასუხის გაცემა.
შეფასება
მოსწავლეები შეფასდებიან  განმავითერებელი შეფასებით.( მასწავლებლის მონიტორინგის ფორმით)დრო ( 2წთ)
სასკოლო მენეჯმენტი-საგანმანათლებლო რესურსები
დაფა, ცარცი. წიგნი, რვეული, კალმისტარი, კედლის რუკა და კონტურული რუკები.

No comments:

Post a Comment