პროექტი გაკვეთილი: დავით IV-ტოლერანტი მეფე.
თემის მიზანი- უკეთ გავაცნო მოსწავლეებს ჩვენი დიდი მეფის,დავით IV-ის
მეფობის პერიოდი, იმდროინდელი საქართველო და ის დიდი ღვაწლი,რომელიც მიუძღვის დავითს საქართველოს გაძლიერებასა და გაერთიანებაში. მეფის ტოლერანტული დამოკიდებულება მუსლიმი მოსახლეობისადმი.
პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები ქუთაისის ისტორიულ მუზეუმში გაეცნობიან XI-XII საუკუნის ექსპონანტებს. სტამბაში დააკვირდებიან
წიგნის დამზადებას,რათა შეძლონ წიგნისა და
გრაგნილის დამზადება დავით IV-ზე. მოვაწყობთ სასწავლო- შემეცნებით ვიზიტს გელათის სამონასტრო
კომპლექსში,სადც ბავშვები პატივს მიაგებენ
მეფის საფლავს. მოსწავლეებს მიეცემათ დავალება, მოიძიონ ინფორმაცია დავით IV-სა
და XII საუკუნის საქართველოს შესახებ.
სამიზნე ჯგუფი: VI გ კლასი
ვადები: 25იანვარი-8თებერვალი
პროექტისთვის საჭირო რესურსები: დამხმარე სახელმძღვანელოები, ”ქართლის ცხოვრება”, ივ.ჯავახიშვილის
”ქართველი ერის ისტორია”. ინტერნეტი,სლაიდ -შოუ, სქემები,თაბახის ფურცლები,ფანქრები.
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეებს
განუვითარდებათ კვლევითი,შემოქმედებითი,თანამშრომლობითი და საკომუნიკაციო უნარ-ჩვევები. ისინი დახვეწენ აუდიტორიასთან მუშაობას, გაიზრდება მათი ცოდნა დავით მეფის ცხოვრებასა და მოღვაწეობის შესახებ. სიტყვა ”ტოლერანტობას” მეფის ცხოვრებას დაუკავშირებენ
და შეეცდებიან თვითონაც იყვნენ ტოლერნტები
ყოველდრიურ ცხოვრებასა თუ საზოგადოებასთან
ურთიერთობაში..ბავშვები დაამზადებენ კედლის გაზეთს,წიგნსა და გრაგნილს. მათ პროექტი
გაკვეთილი დაეხმრებათ სახელმწიფოებრივი აზროვნების განვითარებაში.
პროექტის ხელმძღვანელი: მადონა ღვინერია
ხელ.ელ-ფოსტა: madona7gvineria@gmail.com
No comments:
Post a Comment