რესურსის რეფლექსია



აშშ-ის შეერთებული შტატების შექმნა

ელ. სასწავლო რესურსი: კომპიუტერული სასწავლო-საგანმანათლებლო თამაშები
 კლასი: VIII კლასი
საგანი:  ისტორია
მასწავლებელი:  მადონა ღვინერია
ნებისმიერი ტიპის რესურსი ხელს უწყობს მოსწავლეთა განვითარებას და აკადემიური მიღწევების გაუმჯობესებას, ვიზუალურად ამრავალფეროვნებს სასწავლო პროცესს და ზრდის არქმის ხარისხს.
რესურსის შექმნის მიზანი: 
1. ეხმარება მოსწავლეს ნასწავლი მასალის გახსენებასა და გამოყენებაში
2. ცოდნის მიღება ხდება სახალისო და საინტერესო
3. მატულობს მოტივაცია და ჩართულობა
4. სასწავლო მასალის აღქმაში ჩართულია სხვადასხვა არხი, მაგ. ვიზუალური 
5. სრულად აკმაყოფილებს განსხვავებული სწავლის სტილისა და ინტელექტის მოსწავლეების მოთხოვნილებებს.
რესურსი მოდის შესაბამისობაში, როგორც დამხმარე საშუალება, ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნებთან, სტანდარტთან:
მიმართულება: დრო და სივრცე
ისტ.VIII.1.მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს ფაქტები და მოვლენები შესაბამის ისტორიულ ეპოქებთან.
მიმართულება: სახელმწიფო მმართველობა და პოლიტიკა
ისტ.VIII.6. მოსწავლეს შეუძლია შეისწავლოს კონფლიქტების მიზეზები,განვითარება და შედეგები.
ისტ.VIII.8. მოსწავლეს შეუძლია ახსნას სახელმწიფოში მმართველობის ფორმისა და პოლიტიკური რეჟიმის ურთიერთკავშირი.
ისტ.VIII.9. მოსწავლეს შეუძლია აღწეროს დემოკრატიული სახელმწიფოს საფუძვლები.
ისტ.VIII.10. მოსწავლეს შეუძლია ახსნას კანონის უზენაესობის მნიშვნელობა სახელმწიფოსთვის.
სასწავლო რესურსი, ტექნიკური (საგანი: ისტ-ი) და შინაარსობრივი (მეექვსე კლასის ისტორიის პროგრამა) თვალსაზრისით შეესაბამება მოსწავლეთა ასაკობრივ მდგომარეობას და შესაძლებლობებს.
რესურსი არის ადვილად გასაგები და ინსტრუქციაც შესაბამისი.
სასწავლო რესურსი გათვლილია, არა რომელიმე კონკრეტული თემის(თუმცა ამ შემთხვევაშიც შეიძლება მისი გამოყენება), არამედ საკითხის სრულად დასრულების შემდეგ, ცოდნის შემოწმებაზე.
რესურსი გათვლილია მთლიან კლასზე და ხელს უწყობს მათ მაქსიმალურ ჩართულობას.
რესურსი ახალი და გამოუყენებელია სხვა სასწავლო წყაროებში,  რესურსი შესაძლებლობას იძლევა მოსწავლეებს განვუვითაროთ დროსა და სივრცეში სხვადასხვა ისტორიული ეპოქის დაკავშირება.
მოცემული რესურსის შექმნისას გავითვალისწინე გაკვეთილის თემა და მიზანი.მისი მცირე მოდიფიკაციის შემთხვევაში რესურსის გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერ  ასაკობრივ  ჯგუფთან.ვინაიდან მასში შემავალი კითხვების რაოდენობისა და სირთულეების შეცვლა ხდება მრავალჯერადად.ამასთანავე მოცემული რესურსის ინტეგრირება შესაძლებელია ნებისმიერ საგნობრივ დისციპლინასთან , როგორც ინდივიდუალურად, ასევე წყვილებში და ჯგუფებში  სამუშაოდ.
რესურსი ასევე ხელსაყრელია გაკვეთილის თავისუფალ დროს, საგნობრივ წრეებზე, კლასებს შორის შეჯიბრების დროს გამოსაყენებლად.
რესურსის გამოყენება მარტივია .8ტექსტი.მოსწავლემ ყოველ ტექსტს უნდა შუსაბამოს თარიღი და დაალაგონ ქრონოლოგიური თანმიმდევრობით ამერიკის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული მოვლენები.თუ მოსწავლე ფაქტს, მოვლენას სწორად დააკავშირებს შესაბამის ისტორიულ ეპოქასთან  დავალებას წარმატებით შეასრულებს.
ელ. სასწავლო რესურსი: ამერიკის შეერთებული შტატების შექმნა.
იხ. ბმული:

გამოყენებული ლიტერატურა:   ისტორია.VIII კლასი.ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა. 2012 წელი.

No comments:

Post a Comment