მოტივაციის ფორმები გაკვეთილზე


მოტივაციის ფორმები გაკვეთილზე

სწავლის მოტივაციის განსავითარებლად ვიყენებ შემეცნებით მოტივაციას, რომლის შესაქმნელად და აქტივობის შესასრულებლად, ვქმნი ისეთ სიტუაცის, რომლის საშუალებითაც მოსწავლე ცდილობს ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებას. ცნობისმოყვარეობის დასაკაყოფილებლად ბავშვები შემეცნებით აქტივობას ახორციელებენ. შემდეგ კი დგება მომენტი, როცა მოქმედების შედეგი (ანუ შევსებული კროსვორდი) უფრო მნიშვნელოვანი ხდება ბავშვისთვის, ვიდრე ის მოტივი, რომელმაც მათ მოქმედებისკენ უბიძგა.
წინასწარ მაქვს გამზადებული კროსვორდი.
აღნიშნული გზით გაკვეთილის ჩატარება ეფექტურია, რადგან ხდება:
-ნასწავლი მასალის გააქტიურება;
-ლექსიკური მარაგის გამდიდრება;
-სიტყვის პრაქტიკულად გამოყენება;
-ნასწავლის შემოწმება და თვითშეფასება;
-მოტივაციის ამაღლება;
შემეცნებითი  მოტივაცია ხელს უწყობს, ყურადღების, მეხსიერებისა და შემოქმედებითი უნარის განვითარებას;
შინაგანი მოტივაციის განმაპირობებელი ფაქტორია ცნობისმოყვარეობა.ის გონებას მართავს პასიურობიდან  აქტიურობისკენ. ახალი იდეების აღმოჩენისა და წარმოდგენისაკენ. ცნობისმოყვარეობა მოსწავლეს კვლევა- ძიებისკენ უბიძგებს.
მოსწავლეებს ცნობისმოყვარეობას აღვუძრავ: პრაქტიკული მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის მიწოდებით; რეალური ფაქტების გაცნობამდე მასში წარმოდგენილ პრობლემურ სიტუაციაზე მსჯელობით, ვარაუდის გამოთქმაზე ორიენტირებული კითხვების დასმით. ახალი, უცნობი ფაქტები მოკლე ისტორიული ექსკურსიით და ასე შემდეგ.
არასასწავლო სასკოლო მოტივაცია (გარეგანი) გვიჩვენებს მოსწავლეთა დაინტერესებას.არასაგაკვეთილო საქმიანობებით-გამოფენა, მუზეუმი და სხვა. მოსწავლეები, რომლებთანაც მოტივაციის ეს ტიპი დომინირებს, სიამოვნებით დადიან სკოლაში, აქტიურად მონაწილეობენ სხავადასხვა ღონისძიებებში.
შინაგანი მოტივაციის გასაღრმავებლად ვიძლევი რამდენიმე სტრატეგიულ ააქტივობას:
-დავალების მოსწავლეთა ინტერესების მიხედვით შერჩევა;
-გარკველ შემთხვევაში მათთვის არჩევანის უფლების მინიჭება;
-თავისი აზრის,თუნდაც საწინაღმდეგო მოსაზრების ,თამამად გამოხატვის შესაძლებლობა;
-თამაშის ტიპის სახალისო აქტივობის ჩართვა სასწავლო პროცესში.

გარეგანი მოტივაციის ასამაღლებლად ვიყენებ შემდეგ აქტივობებს:
-საჩუქრის შთავაზება (ყველაზე მაღალი ნიშანი და გარკვეული ტესტიდან გათავისუფლება)
-წერილობითი ან სიტყვიერი შექება;
-შეჯიბრის მოწყობა;


No comments:

Post a Comment