სოციალური პროექტი
„მემატიანის კვალდაკვალ“
პრობლემა: მუზეუმი სწავლისათვის იდეალური ადგილია.მუზეუმში
შესაძლებელია ერთდროულად დაისვენო,გაერთო და თან ისწავლო.საყოველთაოდ ცნობილია, რომ სწავლა შედეგიანია,თუ სწავლის პროცესი თანამონაწილეობითია.მუზეუმები აქტიური სწავლებისათვის უსაზღვრო შესაძლელობებს
იძლევა.აქ მოსწავლე ერთდროულად ხედავს ნივთს, ცალკეულ
შემთხვევაში ხელითაც ეხება-შიგრძნობს-ან თავად
ცდილობს შექმნას რაიმე მსგავსი. საშუალება აქვს იმსჯელოს, დააკვირდეს და გაანალიზოს, ახალი ინფორმაცია დაუკავშიროს პირად
გამოცდილებას და სხვა.
ესგ–ს ძირითადი მიზნები
და ამოცანები დაწყებითი საფეხურისთვის განსაზღვრავს, რომ ისტორიის სწავლებამ
მოსწავლეს უნდა დაანახოს, რომ ისტორია არის უწყვეტი
პროცესი, უნდა განუვითაროს პრობლემის გადაჭრის
უნარი.ამ ამოცანების შესრულება მოითხოვს, რომ მოსწავლეს გამოუმუშავდეს ისტორიული აზროვნება, მას უნდა
შეეძლოს ისტორიული ეპოქის
აღქმა (ისტორიული ეპოქის აღწერისას მოვლენების დანახვა იმ პერიოდში მცხოვრები
ადამიანების თვალით), ისტორიული მოვლენის მიზეზებისა და შედეგების განსხვავებული შეფასებების შედარება და ანალიზი, დამოუკიდებელი
ისტორიული კვლევა, კერძოდ, ისტორიული კვლევა-ძიების მიზნის განსაზღვრა და დაგეგმვა, წერილობითი, ვიზუალური, ლიტერატურული წყაროების
მოძიება, ისტორიული დოკუმენტის ანალიზი, ისტორიკოსთა განსხვავებული შეხედულებების შედარება,
ჩატარებული კვლევის საფუძველზე ისტორიული თემის დაწერა. დღეს აქტუალურია, რომ ახალ
თაობას სკოლაც და მუზეუმიც დაეხმაროს არტეფაქტების
მიმართ ახალი, ინტერაქტიული ხედვის ჩამოყალიბებაში.
დემოკრატიული პროცესების განვითარების გზაზე მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ქვეყნის
ისტორიას. მოსწავლეთა დიდი
ნაწილი ნიჰილისტურადაა განწყობილი საკუთარი ქვეყნის ისტორიის მიმართ. აშკარადაა გამოკვეთილი ისტორიის, როგორც
საგნის მიმართ დაბალი ინტერესი.
საკუთარი ქვეყნის წარსულის ცოდნის გარეშე კი წარმოუდგენელია
ზოგადად ქვეყნის განვითარებაზე ზრუნვა. მიმაჩნია, რომ სწორედ ასეთი პატარა ასაკიდან,
ანუ დაწყებითი საფეხურიდანვე უნდა გაუძლიერდეს მოსწავლეებს ისტორიის მიმართ ინტერესი
და აქედანვე უნდა აუმაღლდეთ ამ კუთხით მოტივაცია, რათა მომავალში მივიღოთ მაღალი სამოქალაქო
კულტურისა და პასუხისმგებლობის მქონე ადამიანი,
რომელიც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს საკუთარი ქვეყნის ისტორიის გათვალისწინებით დაგეგმავს.
აქტუალობა:პროექტის განხორციელება აქტუალური იმდენად, რამდენადაც პრობლემა
არ არის მხოლოდ ერთი კლასის, ან ერთი სკოლის მაგალითზე დანახული. ზოგადად ისტორიის
სწავლებისას თავს იჩენს უგულისყურო დამოკიდებულებები. აქტუალობაზე მიანიშნებს
ისიც, რომ საინფორმაციო ტექსტების ანალიზი
უჭირთ მოსწავლეებს. მათთვის რთულია ისტორიული წყაროების ანალიზი. ეს პრობლემა კი სხვა
პრობლემების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. ერთ რომელიმე საგანში ნიჰილისტურმა დამოკიდებულებამ
შესაძლებელია გამოიწვიოს საერთოდ სწავლის მიმართ მოტივაციის შესუსტება და საბოლოოდ
სწავლის სურვილის გაქრობაც კი. ვფიქრობ ამ და
სხვა ფაქტორების გათვალისწინებით პრობლემა მეტად აქტუალურია და ჩემი, როგორც საგნის
მასწავლებლის მოვალეობად მიმაჩნია
სოციალური პროექტის მეშვეობით ამ პრობლემის მოგვარება
მიზანი:ისტორიის, როგორც საგნის სხვადასხვა კუთხით
დანახვა, ინტერესის გაღვივება. არქეოლოგის პროფესიის საწყისი უნარების გამომუშავება,
ერთობლივი ძალებითა და თანამშრომლობითა მიზნის
მიღწევა.
საგანი:
ჩვენი საქართველო
სამიზნე ჯგუფი: VI კლასის
ყველა მოსწავლე, მშობლები.
განხორციელების დროის ჩარჩო: 7მაისი-25 მაისი
შინარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები:
საზ.მეც.V-VI.12. მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს
მხარე ბუნებრივი რესურსების მიხედვით და იმსჯელოს მათ მნიშვნელობაზე.
საზ.მეც.V-VI.13. მოსწავლეს შეუძლია მსჯელოა
ბუნერივი რესურსების რაციონალურ და მრავალმხრივ გამოყენებაზე.
საზ.მეც.V-VI.15. მოსწავლეს შეუძლია ამოიცნოს სხვადასხვა ნიშანი და პირობა,რომლის მიხედვითაც ადამიანი ამა თუ
იმ საზოგადოებას მიაკუთვნებს თავს.
საზ.მეც.V-VI.16..მოსწავლეს შეუძლია
შეადაროს სხვადასხვა საზოგადოება მათთვის დამახასიათებელი ნიშან-თვისებებისა და წესების მიხედვით.
მოსალოდნელი შედეგები:მოსწავლეები გაიაზრებენ საკუთარი
ქვეყნის ისტორიას, შეისწავლიან თიხის დამუშავების თავისებურებებს
საქართველოში, მშობლებთან ერთად ესტუმრებიან მუზეუმს და გიდის მეშვეობით დაათვალიერებენ
ძველ ნივთებს, თავად მოიპოვებენ ინფორმაციებს საჭირო წყაროებიდან და დასკვნით ეტაპზე
მოეწყობა არქეოლოგიური გათხრების იმიტაცია.
წინარე ცოდნა:მოსწავლეებს აქვთ ჯგუფური
მუშაობის გამოცდილება, ასევე
ჩამოყალიბებული აქვთ ეფექტური კომუნიკაცია
ერთმანეთთან. შეუძლიათ წყაროებზე მუშაობა, თეორიულად
იციან როგორ მუშაობენ არქეოლოგები ძველი
ნივთების აღმოსაჩენად. ეს უნარები მათ გაუადვილებთ პროექტის მიზნების შესრულებას.
რისკები:პროექტის წარმატებით განხორციელებას შეიძლება ხელი შეუშალოს ბავშვების
გამოუცდელობამ, ასევე შესაძლებელია ზოგიერთი აქტივობა გადაიდოს
დროში.
აქტივობები:
ü პროექტის განხილვა და მოსწავლეთა აზრის გათვალისწინება
ü საინიციატივო ჯგუფის წევრთა შერჩევა მოხალისეობის გათვალისწინებით
ü შესასრულებელ საკითხთა განსაზღვრა ჯგუფების მიხედვით
ü ჯგუფების ჩამოყალიბება ინტერესების და შესასრულებელი
საკითხები მიმართ მზაობის გათვალისწინებით
ü ინფორმაციის მოძიება თიხის დამუშავების შესახებ
ძველ საქართველოში
ü პრეზენტაცია
ü მუზეუმში სტუმრობა
ü არქეოლოგიური გათხრების იმიტაცია
I ჯგუფი -მოიძევს ინფორმაციას ძველ საქართველოში თიხის დამუშავების შესახებ. ინფორმაცია შეიძლება
იყოს როგორც ნარატივი, ასევე ვიდეო რგოლები
ან ამონარიდები ფილმიდან.
IIჯგუფი- მოიძევს ინფორმაციას ძველ საქართველოში სამეთუნეო მორგვის დამუშავების შესახებ.
ინფორმაცია შეიძლება იყოს როგორც ნარატივი, ასევე ვიდეო რგოლები ან ამონარიდები ფილმიდან.
IIIჯგუფი-მოიძევს ინფორმაციას იმის შესახებ თუ რატომ გახდა აუცილებელი თიხის დამუშავება
და რამ მიიყვანა მაშინდელი ქართველი ამ გადაწყვეტილებამდე.
IV ჯგუფი - უზრუნველყოფს ფოტო-ვიდეო გადაღებას პროექტის
განხორციელების ყველა ეტაპზე. ასევე ორგანიზებას გაუწევს დასკვნით, შემაჯამებელ ღონისძიებას
მუზეუმს დაათვალიერებს მთელი კლასი და ასევე
ყველა ჯგუფი მიიღებს
მონაწილეობას იმიტირებულ არქეოლოგიურ
გათხრებში.
პროექტის ვადები
#
|
სამუშაო
ჩამონათვალი
|
I კვ
|
II კვ
|
III კვ
|
IV კვ
|
პასუხისმგებელი
პირი
|
|
1
|
პროექტის
მოსწავლეთა
|
განხილვა და
აზრის
|
X
|
მასწავლებელი
|
|||
გათვალისწინება
|
|||||||
საინიციატივო
|
ჯგუფის წევრთა
|
||||||
2
|
შერჩევა
|
მოხალისეობის
|
X
|
მოსწავლეები
|
|||
გათვალისწინებით
|
|||||||
3
|
ჯგუფების
|
ჩამოყალიბება
|
X
|
მოსწავლეები
|
ინტერესების და შესასრულებელი საკითხები მიმართ მზაობის
გათვალისწინებით
|
||||||
4
|
ინფორმაციის მოძიება თიხის
დამუშავების შესახებ ძველ
|
X
|
მოსწავლეები
|
|||
საქართველოში
|
||||||
5
|
პრეზენტაცია
|
X
|
მოსწავლეები
|
|||
6
|
მუზეუმში სტუმრობა
|
X
|
მოსწავლეები
|
|||
7
|
იმიტირებული არქეოლოგიური
გათხრებისთვის მინი გარემოს
|
X
|
მოსწავლეები
|
|||
ორგანიზება
|
||||||
არქეოლოგიური გათხრების
|
||||||
იმიტაცია მცირე ზომის ადგილზე
|
||||||
8
|
წინასწარ სილაში ჩაფლული თიხის
ჭურჭლის ნამსხვრევებით,
|
X
|
მოსწავლეები
|
|||
რომელთაც „იპოვნიან“
|
||||||
მოსწავლეები და ერთობლივი
|
||||||
ძალებით შეაწებებენ
|
||||||
9
|
ფოტო
ვიდეო-გადაღება პროექტის
განხორციელების
ყველა ეტაპზე
|
X
|
X
|
X
|
X
|
მოსწავლეები
|
10
|
მონიტორინგი
|
X
|
X
|
X
|
X
|
მოსწავლეები
და
მასწავლებელი
|
პროექტის მონიტორინგი
და შეფასება:პროექტის
მიმდინარეობას ყველა ეტაპზე ჰყავს
პასუხისმგებელი პირები. დავაკვირდები და
ჩავინიშნავ მათ მუშაობას და საჭიროების დანახვისთანავე ჩავერთვები
პროექტის შეფასება
კრიტერიუმები
|
შენიშვნა
|
განაპირობებს მოსწავლის აქტიურ
ჩართულობას და პასუხობს მათ საჭიროებებს/ინტერესებს
|
No comments:
Post a Comment