Wednesday, March 6, 2019

გარე დაკვირვების გაკვეთილის გეგმა


გაკვეთილის გეგმა
 N5

მასწავლებლის სახელი,გვარი:  მადონა ღვინერია
საგანი: ისტორია
სწავლების საფეხური / კლასი:საბაზო/მეშვიდე კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა:13 (სსსმ მოსწავლე კლასში არ ირიცხება.)
გაკვეთილის თემა: პეტრე I-ის რუსეთი. რუსეთი და კავკასია

გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეები  შეძლებენ დააკავშირონ პეტრე I-ის დროინდელი ფაქტები და მოვლენები შესაბამის ისტორიულ ეპოქებთან. დაახასიათებენ და შეადარებენ ერთმანეთს   სხვადასხვა ისტორიულ ეპოქაში არსებული სახელმწიფოს მმართველობის ფორმებ-ერთპიროვნული მმართველობისა და აბსოლუტური მონარქიის ფორმებს.  იმსჯელებენ პოლიტიკური მოღვაწის-ივანე მეოთხესა და  პეტრე პირველისა მნიშვნელობაზე ქვეყნის ისტორიაში,შეადარებენ მათ მოტივაციასა და მიზნებს.
მოცემული გაკვეთილის თემა შეესაბამება წლის კონკრეტულ პერიოდს.თემატურ ცვლილებას ადგილი არა აქვს.

გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები და ინდიკატორები:
მიმართულება: დრო და სივრცე

ისტ.VII.I. მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს ფაქტები და მოვლენები შესაბამის ისტორიულ ეპოქებთან.შედეგი თვალსაჩინოა,თუ მოსწავლე:
·         ისტორიულ     მოვლენებს     გადმოსცემს     ქრონოლოგიური     თანმიმდევრობით, აკავშირებს ისტორიულ ფაქტებს ახალი წელთაღრიცხის სისტემასთან;
·         ინდივიდუალურად  ან  კლასში  ჯგუფური  მუშაობისას  დროის  ხაზზე  (სკალაზე) აღნიშნავს ისტორიულ თარიღებს ან ისტორიულ პერიოდებს;
მიმართულება: სახელმწიფო მმართველობა და პოლიტიკა
ისტ.VII.3.  მოსწავლეს  შეუძლია დაახასიათოს და შეადაროს ერთმანეთს სხვადასხვა ისტორიულ ეპოქაში არსებული სახელმწიფოს მმართველობის ფორმები.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         სხვადასხვა ისტორიული ეპოქის მაგალითებზე დაყრდნობით ახასიათებს სახელმწიფოს მმართველობის ფორმებს და მსჯელობს მათ დადებითსა და უარყობით მხარეებზე.
ისტ.  VII. 4.  მოსწავლეს შეუძლია იმსჯელოს პოლიტიკური მოღვაწის მნიშვნელობაზე ქვეყნის ისტორიაში.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ცხრილის   საშუალებით   აჯგუფებს   ორი   რადიკალურად   განსხვავებული პოლიტიკური მოღვაწის მოტივაციასა და მიზნებს.


N
აქტივობის  მიზანი და აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები
დრო (წთ)
1
აქტივობის აღწერა:
მისალმება, საორგანიზაციო საკითხის მოგვარება, ქცევის წესების შეხსენება -მითითება, პოზიტიური მოლოდინების დასახვა .
აქტივობის მიზანი: მოსწავლეები გაკვეთილზე მოახდენენ ყურადღების მობილიზებას,შესაბამისად მოტივაცია აუმაღლდებათ.



ვერბალური
ან ზეპირსიტყვიერი
საერთო საკლასო
ჟურნალი,ფურცელი,კალამი,ქცევის წესების პოსტერი მიზანშეწონილობა:
ვიზუალური მეხსიერების ხელშეწყობა

1წთ
2
აქტივობის აღწერა:
მასწავლებელი კლასს აჩვენებს  სლაიდზე გამოსახულ სააზროვნო ფოტოებს და მიმართავს კითხვით
ყურადღებით დააკვირდით ფოტოებს და აღწერეთ რას ხედავთ  მასზე. როცა მოსწავლეები პირდაპირი გზით ამოიცნობენ ფოტოს გზავნილს, მასწავლებელი მორიგი შეკითხვით მიმართავს მათ.
რა შეიძლება იყოს ამ ფოტოებიდან გამომდინარე ჩვენი გაკვეთილის თემა?
მასწავლებელი სხვადასხვა ტიპის შეკითხვებით მოსწავლეებს აძლევს საშუალებას ივარაუდონ გაკვეთილის მიზანი.
მასწავლებლის დახმარებით მოსწავლეების ვარაუდები საბოლოო სახეს მიიღებს და გამოიკვეთება გაკვეთილის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი.
მასწავლებელი თვალსაჩინო ადგილას განათავსებს მიზანს და გაკვეთილის მიმდინარეობაში გზადაგზა დაამყარებს კავშირებს მის რეალიზებაში.
აქვე ზოგადად აცნობს და მიუთითებს   შეფასების რუბრიკებზე.
აქტივობის მიზანი:
 მოსწავლემ შეძლოს მიზანსა და თემას შორის კავშირების დადგენა.

ვერბალური
საერთო საკლასო
ფლიფჩარტი,
პროექტორი,
შეფასების რუბრიკა
მიზანშეწონილობა:
ყურადღების კონცეტრირება და ძირითად საკითხზე ფოკუსირება.
2წთ
3
აქტივობის აღწერა:
მასწავლებელი მიმართავს კლასს გაიხსენონ  რა სმენიათ რუსეთის შესახებ.
დაფაზე ხაზავს ან წინასწარ დახაზული აქვს ცარიელი კოგნიტური სქემა- ასოციაციური რუკა.
სქემა   ივსება ფრონტალურად  კითხვა- პასუხის საფუძველზე.
სავარაუდო შეკითხვები:
1.ისტორიული კონტექსიდან გამომდინარე რა გსმენიათ რუსეთის შესახებ?
2.რომელი რელიგიის აღმსარებელნი არიან რუსი ხალხი?

3. რომელ  წელს  მიიღო  კიევის რუსეთმა ქრისტიანული სარწმუნოება?
4.რომელი ხალხი არის რუსეთის, როგორც სახელმწიფოს შექმნისა და ამ სახელმწიფოსთვის სახელწოდების მიმნიჭებელი?

კითხვების საფუძველზე ივსება ”ინტერაქტიული საათი”


(იხ. დანართი N1)
აქტივობის მიზანი:
მოსწავლეები მოახდენენ წინარე ცოდნის გააქტიურებას, რაც უთუოდ დაეხმარებათ ახალი მასალის ათვისებაში.

გონებრივი იერიში
საერთო საკლასო
ფლიფჩარტი,
მარკერი
მიზანშეწონილობა: მოსწავლეები ადვილად შეძლებენ მთავარ საკითხზე ფოკუსირებას , ვარაუდების გამოთქმასა და ფიქსირებას.

2წთ
4
აქტივობის აღწერა:
მასწავლებელი მოსწავლეების დახმარებით წარმართავს ინტერაქტიულ მინი ლექციას პრობლემურ და პრაქტიკულ შეკითხვებზე ორიენტირებულს.
მინი ლექციის მიმდინარეობაში  მასწავლებელი პარალელურად სვამს სხვადასხვა ტიპის  შეკითხვებს და თვალსაჩინოებითი რესურსის დახმარებით(ფოტომასალა,ცხრილები,სქემები და ა.შ.) ცდილობს გააქტიუროს მოსწავლეთა ჩართულობა.
ინტერაქტიური მინილექციის სავარაუდო შეკითხვები და კონცეფცია:
1.გაიხსენეთ, რომელ წელს აიღეს კონსტანტინოპოლი ოსმალებმა?
2.პირველ და მეორე რომში რომელ სახელმწიფოებს გულისხმობდნენ რუსი მთავრები?
3.რამ განაპირობა, რუს მეფე-მთავართა შორის, რუსეთის, როგორც  „მესამე რომის“ იდეოლოგიად გადაქცევა?
4. თქვენი აზრით,რას  ნიშნავს ერთპიროვნული მმართველობა?
5.რა არის, ამ ტიპის მმართველობისათვის დამახასიათებელი?
5.რატომ ჭირდებოდა პეტრე პირველს „ფანჯრის გაჭრა“ ევროპაში?.
6. რა მიზანს ისახავდა პეტრე პირველის საეკლესიო  რეფორმა?
7.თქვენი აზრით, რა მნიშვნელობა ჰქონდა სამხედრო და ადმინისტრაციულ რეფორმებს რუსეთისათვის და რა შედეგებს მოუტანდა ეს სახელმწიფოს?
აქტივობის  მიზანი:
 მასწავლებელმა ინტერაქტიულ მინი ლექციაში შეძლოს  მოსწავლეთა აქტიური ჩართულობა. კონსტრუქტივისტული მიდგომის საფუძველზე მოსწავლეები მოახდენენ წინარე ცოდნის გააქტიურებას ახალი მასალის შემეცნებასა და გაგება-გააზრებაში.
მასწავლებლის ფასილიტაციით  მოსწავლეები ახდენენ ალტერნატიული მოსაზრებების გარკვევითა და სრულყოფილად დაფიქსირებას.








ინტერაქტიური მინი ლექცია
საერთო საკლასო
კომპიუტერი,
პროექტორი,რუკა,
წიგნი,სლაიდი.
მიზანშეწონილობა:
ყურადღების კონცეტრირება და ძირითად საკითხზე ფოკუსირება.
7წთ
5
აქტივობის აღწერა:
მასწავლებელმოსწავლეები წინასწარ ჰყავს სამ ჯგუფად დაყოფილი,  მათ აძლევს დეტალურ  ინსტრუქციას და განუსაზღვრავს დროს.
დააჯგუფეთ
 ორი   რადიკალურად   განსხვავებული პოლიტიკური მოღვაწის მოტივაცია და მიზნები
შედარების მატრიცაში.
(იხ.დანართი N2)
აქტივობის მიზანი: გუნდურობისა და ურთერთთანამშრმლობითი უნარების გააქტიურება. ანალიტიკური  და ლოგიკური აზროვნების განსავითარებელი სტრატეგიების ხელშეწყობა.







ანალიზის მეთოდი

ჯგუფური მუშაობა
შედარების მატრიცა,
მარკერი,
ფლიფჩარტი,
წებოვანი ლენტი ან მაგნიტი.

მიზანშეწონილობა:
მოსწავლეები ახალ თემასთან მიმართებაში ამყარებენ მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს სასწავლო რესურსების დახმარებით და ქმნიან საინფომაციო პოსტერს, რაც ეხმარება მათ დასკვნების განზოგადებაში.


7წთ

6
აქტივობის აღწერა:
მასწავლებელი აკვირდება ჯგუფებში მუშაობას და საჭიროების შემთხვევაში  აძლევს მათ მითითებებს (უწევს ფასილიტაციას).ლიმიტირებული დროის ამოწურვის შემდეგ პრეზენტატორები აკეთებენ პრეზენტაციას.
თთოეული ჯგუფის პრეზენტატორი  იყენებს კუთვნილ დროს.
აქტივობის მიზანი:
 ცოდნის სისტემატიზაცია, გამთლიანება, სინთეზი წინარე ცოდნისა და ახალი მასალის რეფლექსია. დედუქციური უნარების განვითარება. საპრეზენტაციო უნარ-ჩვევების განვითარება და დასკვნების გამოტანა.

პრეზენტაციის მეთოდი
საერთო საკლასო
ფლიფჩარტი,მარკერი
მიზანშეწონილობა: ცოდნის კონსტრუირება.
3X2=
6წთ

7
 აქტივობის აღწერა:
მოსწავლეები მასწავლებლის დახმარებით ახასიათებენ და ადარებენ ერთმანეთს სხვადასხვა ისტორიულ ეპოქაში არსებული სახელმწიფოს მართველობის ფორმებს და მსჯელობენ მათ დადებითსა და უარყობით მხარეებზე.
(იხ.დანართი N3)
აქტივობის მიზანი:
ხელშეწყობა ხდება ფაქტობრივი მასალის დახმარებით შედარება,მსგავსება-განსხვავებაზე.



შედარების მეთოდი
საერთო საკლასო
ფლიფჩარტი,
მარკერი.
მიზანშეწონილობა:
მოსწავლეებს შეუძლიათ მოცემული რესურსის დახმარებით(კოგნიტური სქემა)მსგავსება განსხვავების აღმოჩენა,შედარება.
5წთ
7
აქტივობის აღწერა:
მასწავლებელი მოსწავლეებს მიუთითებს,ფლიფჩარტზე დახაზული  სქემის შესახებ.
·         პრობლემა -------
·         მიზეზი ----------
·         შედეგი -----------
·         გამოსავალი ------
 მოსწავლეებმა უნდა დაასაბუთონ ,თუ
 1.რა პრობლემის წინაშე იდგა  ვახტანგ მეექვსე, როცა დახმარება რუსეთს სთხოვა.
2.რა მიზეზმა გამოიწვია  ვახტანგ მეექვსის დაკავშირება რუსეთთან?
3.არსებობდა თუ არა სხვა გამოსავლი, რომ ვახტანგ მეექვსე რუსეთს  არ დაკავშირებოდა ?
4.რა შედეგით დასრულოდა  ვახტანგ მეექვსის კავშირი რუსეთთან?
აქტივობის მიზანი:
კრიტიკული,ანალიტიკური და მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დადგენა.

იხ.დანართი N4

მინი დისკუსია
საერთო საკლასო
ფლიფჩარტი,
მარკერი,
წებოვანი ლენტი
მიზანშეწონილობა:
არგუმენტირებული მსჯელობა,ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება.

7წთ
8
აქტივობის აღწერა:
მასწავლებელი უბრუნდება გაკვეთილის საწყის ფაზაზე გონებრივი იერიშის დროს შევსებულ ერთ-ერთ კოგნიტურ სქემას ასოციაციური რუკა .განმეორებით უსვამს მოსწავლეებს კითხვას, ხომ არაფერს დაამატებდნენ ახალი თემის გარშემო, ის რაც დღეს შეიტყვეს დამატებით ოსმალების შესახებ.
იდეების გენერირებით ივსება სრულად ასოციაციური რუკა და მოსწავლეებს მასწავლებელი აძლევს განმავითარებელ შეფასებას.
აქტივობის მიზანი:
მოსწავლეები მოახდენენ წინარე ცოდნის გააქტიურებას, რაც უთუოდ დაეხმარებათ ახალი მასალის ათვისებაში.
კითხვა -პასუხის მეთოდი
საერთო საკლასო
ფლიფჩარტი,
მარკერი
მიზანშეწონილობა:
მოსწავლეები ადვილად შეძლებენ მთავარ საკითხზე ფოკუსირებასა და  ვარაუდების გამოთქმას.

2წთ
9
აქტივობის აღწერა:
მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს განმავითარებელ
 შეფასებას რუბრიკების დამხარებით.
აქტივობის მიზანი:
მოსწავლეებმა აღმოაჩინონ საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეები და მათი დაძლევის გზები.


ვერბალური
საერთო საკლასო
შეფასების რუბრიკები
მიზანშეწონილობა:
მოსწავლეთა მიერ სწავლა/სწავლების თანმიმდევრულად გაუმჯობესება
უკეთესი შედეგების მისაღწევად.

2წთ

10
მასწავლებელი ფლიფჩარტზე დემონსტრაციულად მიუთითებს ახალი თემის ლოკაციას წიგნში და უთითებს საშინაო დავალებას.
საშინაო დავალება:
ტექსტისა და წყაროს მიხედვით დაწერეთ თხზულება : „პეტრე I-ის მმართველობა რუსეთში“
აქტივობის მიზანი:
ყურადღების კონცენტრირება, მთავარზე ორიენტირება, ვიზუალური მეხსიერების ხელშეწყობა.


ვერბალური
საერთო საკლასო
ფოტო-სლაიდი.წიგნი
მიზანშეწონილობა:
დამოუკიდებელი მუშაობის  უნარ-ჩვევების განვითარება.
2წთ
11
აქტივობის აღწერა:
მასწავლებელი მოსწავლეებს
ინდივიდუალურად აძლევს ინტერაქტიულ გასასვლელ ბარათებს, რომელიც უნდა შეავსონ წერილობით.
(იხ.დანართი N5)
აქტივობის მიზანი:
მოსწავლეების მხრიდან სუსტი და ძლიერი მხარეების იდიენტიფიცირება.ობიქტური თვითშეფასება.
წერის მეთოდი
ინდივიდუალური
ფურცელი,კალამი.
მიზანშეწონილობა:
ორგანიზებულობა, მეტაკოგნიტური უნარების ხელშეწყობა.

2წთ
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:

·         მოსწავლე აკავშირებს ფაქტებსა და მოვლენებს შესაბამის  ისტორიულ ეპოქებთან.
·          ხასიათებს და ადარებს  ერთმანეთს სხვადასხვა ისტორიულ ეპოქაში არსებული სახელმწიფოს მმართველობის ფორმებს.
·          მსჯელობს პოლიტიკური  მოღვაწის მნიშვნელობაზე ქვეყნის  ისტორიაში.

გამოყენებული ლიტერატურა: ისტორია. ავტ:გიორგი სანიკიძე,ლევან გორდეზიანი;ლალი ფირცხალავა.
მასწავლებლის წიგნი:ავტ;გიორგი სანიკიძე,ლევან გორდეზიანი;ლალი ფირცხალავა.
შეფასება: განმავითარებელი


შეფასების რუბრიკები:
ისტორიის გაკვეთილზე გამოყენებული ზოგიერთი ინტერაქტიული მეთოდებისათვის.
კრიტერიუმები
საშუალო
კარგი
უმაღლესი
მოვლენების და ფაქტების გადმოცემის უნარი
მოსწავლე დამაკმაყოფილებლად გადმოცემს მოვლენებს და ფაქტებს
მოსწავლე კარგად გადმოცემს მოვლენებს და ფაქტებს
მოსწავლე არგუმენტირებულად
გადმოცემს მოვლენებს და ფაქტებს
ისტ. ფაქტების დაკავშირების და შეფასების უნარი
მოსწავლე დამაკმაყოფილებლად  აკავშირებს და აფასებს ისტორიულ ფაქტებს
კარგად აკავშირებს და აფასებს ისტორიულ ფაქტებს
არგუმენტირებულად
აკავშირებს და აფასებს ისტორიულ ფაქტებს
დახასიათებისა და შედარების უნარი
მოსწავლე დამაკმაყოფილებლად ახასიათებს და ადარებს სახელმწიფო მმართველობის ფორმებს.
მოსწავლე კარგად ახასიათებს და ადარებს  სახელმწიფო მმართველობის ფორმებს.
მოსწავლე არგუმენტირებულად ახასიათებს და ადარებს სახელმწიფო მმართველობის ფორმებს.
მსჯელობის უნარი
მოსწავლე დამაკმაყოფილებლად მსჯელობს პოლიტიკური მოღვაწის მნიშვნელობაზე ქვეყნის ისტორიაში.

მოსწავლე კარგად მსჯელობს პოლიტიკური მოღვაწის მნიშვნელობაზე ქვეყნის ისტორიაში.

მოსწავლე არგუმენტირებულად მსჯელობს პოლიტიკური მოღვაწის მნიშვნელობაზე ქვეყნის ისტორიაში.


ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები
მაღალი
საშუალოზე მაღალი
საშუალო
საშუალოზე დაბალი
დაბალი
ჯგუფის მიერ სამუშაოს მიზნის გააზრება
ჯგუფმა სამუშაოს მიზანი კარგად გააცნობიერა.
ჯგუფმა სამუშაოს მიზანი კარგად გააცნობიერა,იშვიათად ჭირდებათ სამუშაოს დაკონკრეტება
ჯგუფმა სამუშაოს მიზანი გააცნობიერა,ჭირდებათ სამუშაოს დაკონკრეტება
ჯგუფმა სამუშაოს მიზანი ნაწილობრივ გააცნობიერა
ჯგუფმა სამუშაოს მიზანი ვერ გააცნობიერა
სამუშაოს ორგანიზება
სამუშაო კარგად ორგანიზებულია, ჯგუფის წევრებს შორის სამუშაო სწორად (დიფერენცირებულად ან თანამშრომლობითი სწავლებისათვის)
გადანაწილდა
სამუშაო ორგანიზებულია, ჯგუფის წევრებს შორის სამუშაო სწორად გადანაწილდა
სამუშაო ორგანიზებულია, თუმცა ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები არათანაბრად გადანაწილდა
სამუშაო ნაწილობრივ არის ორგანიზებული, ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები არათანაბრად გადანაწილდა
სამუშაოდ არ არის ორგანიზებული, ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები არ გადანაწილდა
ურთიერთქმედებისა და აზრთა გაზიარების უნარი
აქვთ საუკეთესო ურთიერთქმედებისა და აზრთა გაზიარების უნარი
აქვთ ურთიერთქმედებისა და აზრთა გაზიარების უნარი
აქვთ კარგი ურთიერთქმე დ-ებისა და აზრთა გაზიარების უნარი
ნაწილობრივ აქვთ ურთიერთქმედებისა და აზრთა გაზიარების უნარი
არ აქვთ მოსმენისა და აზრთა გაზიარების უნარი
თანამშრომლობა
ჯგუფის ყველა წევრი იყო რეგულარულად აქტიური, ჯგუფის წევრებს შორის იყო პოზიტიური
და საქმიანი
ურთიერთობები
ჯგუფის ყველა წევრი ხშირად  იყო აქტიური, ჯგუფის წევრებს შორის იყო პოზიტიური
და საქმიანი
ურთიერთობები
ჯგუფის თითქმის ყველა წევრი იყო აქტიური, ჯგუფის წევრებს შორის ძირითადად იყო პოზიტიური
და საქმიანი
ურთიერთობები
ჯგუფში უმეტესობა არ იყო აქტიური, ჯგუფის წევრებს შორის ძირითადად ნაკლებად იყო პოზიტიური
და საქმიანი
ურთიერთობები
ჯგუფში უმეტესობა არ იყო აქტიური, ჯგუფის წევრებს შორის არ
იყო საქმიანი
ურთიერთობები
დროის ლიმიტი
საუკეთესოდ იცავენ დროის ლიმიტს
ცდილობენ საუკეთესოდ დაიცვან დროის ლიმიტი
ძირითადად იცავენ დროის ლიმიტს
უჭირთ დროის ლიმიტის დაცვა
ვერ იცავენ დროის ლიმიტს

                                                                          

დისკუსიის შეფასების რუბრიკა


კრიტერიუმები
ძალიან კარგი

კარგი
საშუალო

დაბალი

მოსმენა
ყოველთვის უსმენს და თვალყურს ადევნებს ორატორს
ხშირად უსმენს და უყურებს ორატორს
იშვიათად უსმენს და უყურებს ორატორს
არ უსმენს და არ  უყურებს ორატორს
საუბარი
მკაფიოდ მეტყველებს და უყურებს მსმენელებს
ძირითადად მეტყველება გასაგებია და უყურებს მსმენელებს.
მეტყველება არამკაფიოა.მსმენელებს უჭირთ გაგება.
მეტყველება გაურკვეველია, არამკაფიოა.მსმენელებს უჭირთ გაგება.
არავერბალური კომუნიკაცია
შეუძლია ეფექტიანად აღიქვას და გამოიყენოს არავერბალური კომუნიკაციის ფორმები(თვალიტ,ჟესტებით,გამომეტყველებით, ხმით)
ხშირად შეუძლია დაამყაროს არავერბალური კონტაქტი
იშვიათად იყენებს არავერბალური კომუნიკაციის ფორმებს.
არ იყენებს არავერბალური კომუნიკაციის ფორმებს.
მონაწილეობა
ავლენს ინტერესს დისკუსიის თემისადმი საჭირო კომენტარებითა და აზრების გამოთქმით.
ძირითადად გამოხატავს ინტერესს .კომენტარები და აზრები არა თემის შესატყვისია.
მცირე ინტერესი აქვს.არ გამოხატავს ან ვერ უკავშირებს თავის მოსაზრებებს  სადისკუსიო თემას.
ინტერესი  არ აქვს.არ გამოხატავს ან ვერ უკავშირებს თავის მოსაზრებებს  სადისკუსიო თემას.
თანამშრომლობა
თანამშრომლობს თანაკლასელებთან,აცდის სხვას აზრის გამოთქმას და იცავს დისკუსიის წესებს.
ძირითადად თანამშრომლობს თანაკლასელებთან,სოგჯერ ერთვება სხვის საუბარში .ძირითადად   იცავს დისკუსიის წესებს.
იშვიათად თანამშრომლობს და იცავს დისკუსიის წესებს.
არ თანამშრომლობს და  არ იცავს დისკუსიის წესებს.
მოსაზრების არგუმენტირება
მოსაზრება ორიგინალურია და გამყარებულია ფაქტებით,ცნებებით.არის ლოგიკური კავშირი  საკითხთან.
მოსაზრების გასამყარებლად გამოყენებულია სადავო ფაქტები და ცნებები.
მოსაზრება მოკლებულია ლოგიკურ კავშირს საკითხთან და არ არის გამყარებული ფაქტებით
მოსაზრება არ აქვს. ვერ ამყარებს ლოგიკურ კავშირს საკითხთან.

დანართი N1
”ინტერქტიული საათი”




დანართი 2

შედარების მატრიცა
ინსტრუქცია:
დააჯგუფეთ ორი   რადიკალურად   განსხვავებული პოლიტიკური მოღვაწის მოტივაცია და მიზნები შედარების მატრიცაში.



მახასიათებლები

                   შესადარებელი   თემები
ივანე IV
პეტრე I
მსგავსებები


განსხვავებები


მსგავსებები


განსხვავებები


მსგავსებები


განსხვავებები






დანართი N3


ერთპიროვნული მართველობა  აბსოლიტური მონარქია         
_
+
-
+










დანართი N4


 დანართი N5

გაკვეთილის ბოლოს მოსწავლის თვითშეფასების სქემა

1. ჩამოთვალე სამი საკითხი, რომელიც განვიხილეთ გაკვეთილზე და რომელმაც ყველაზე მეტად დაგაინტერესა;
2.დაასახელეთ ის ერთი საკითხი,რომელიც ყველაზე მეტად მოგეწონა და ფიქრობ, რომ გამოგადგება?
3.რომელი საკითხის ირგვლივ გაქვს ჯერ კიდევ შეკითხვები?
4.რა გააკეთე კარგად,რა  იყო შენი წარმატების მიზეზი?


ხელმოწერა:
თარიღი:22.02.2019 წ.

No comments:

Post a Comment