Saturday, May 4, 2019

ქვემო ქართლი (გაკვეთილის გეგმა VI კლასში)

გაკვეთილის თემა
ქვემო ქართლი
სასწავლო საფეხური\კლასი,საგანი,
მასწავლებელი
დაწყებითი,  V კლასი
ჩვენი საქართველო
მადონა ღვინერია
მოსწავლეთა რაოდენობა
12
განსაკუთრებული მიდგომების საჭიროების მქონე მოსწავლეთა რაოდენობა დ პროფილი
0

გაკვეთილის სსწავლო მიზნები
საზ.მეც.V-VI.1. 3. მოსწავლეს შეუძლია რუკების კითხვა და გამოყენება.
ესგ-ით მისაღწევი შედეგები\ინდიკატორი
საზ.მეც.V-VI.1.3. მოსწავლეები ამჟღავნებენ რუკების ცოდნას, არჩევენ და იყენებენ საჭირო ინფორმაციას თემატური რუკებიდან.
თანმიმდევრობა
(აქტივობა და დრო)
1.მასწავლებელი გაკვეთილს იწყებს ა.კ.რ. აქტივობით  და სთხოვს მოსწავლეებს, გაიხსენონ, რა იციან ქვემო ქართლის შესახებ. (3წთ)
2. ამ აქტივობის შემდეგ მოსწავლეები რუკის დახმარებით დაადგენენ ქვემო ქართლის მოსაზღვრე კუთხეებს და ქვეყნებს (5წთ).
3. ამის შემდეგ მასწავლებელი კლასს ყოფს 4 ჯგუფად და თითოეულ მათგანს აძლევს დავალებას, გაეცნონ ქვემო ქართლის მდებარეობას და მოსახლეობას სახელმძღვანელოდან.ქვემო ქართლის რუკის დახმარებით და მისი ლეგენდის გამოყენებით დაადგინონ და რვეულში ამოწერონ შემდეგი გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებები:
1.ჯგუფმა-ქვემო ქართლის მდინარეები;
2. ჯგუფმა-ტბები და  წყალსაცავები;
3. ჯგუფმა-ქედები და მწვერვალები;
4.ჯგუფმა-ქალაქები და ტექსტში ნახსენები სოფლები. (13წთ)
4.მოსწავლეები ავსებენ დაფზე მომზადებულ ცხრილს.

მდინარეები
ტბები და წყალსაცავები
ქედები და მწვერვალები
ქალაქები და სოფლები





ყოველი ჯგუფის მიერ თაბახის ფურცელზე შესრულებული  დავალება დამგრდება ჭიკარტით  შესაბამის გრაფაში .თითოეული ჯგუფიდან ერთი მოსწავლე მოახდენს თავისი დავალების პრეზენტაციას  და აჩვენებს საქართველოს რუკაზე. (20წთ).
5. სახლში მიეცემათ საშინაო დავალება -წყარო ბ-ს ქვეშ ბულიტიანი სავარჯიშო.(2წთ)
შეფასება
მოსწავლეები შეფასდებიან  განმავითერებელი  და განმსაზღვრელი შეფასებით.( მასწავლებლის მონიტორინგის ფორმით)დრო ( 2წთ)
სასკოლო მენეჯმენტი-საგანმანათლებლო რესურსები
დაფა, ცარცი. წიგნი, რვეული, კალმისტარი,რუკა, თაბახის ფურცლები.

No comments:

Post a Comment